in

JWST-ს აღმოჩენილი ყავისფერი ჯუჯა რეკორდს ხსნის!

ახლად აღმოჩენილი ობიექტი, რომელიც არსებულ რეკორდებსაც ხსნის, გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს ცოდნას იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ვარსკვლავები… საუბარი ყავისფერ ჯუჯაზეა, რომელიც სრულიად მარტოა კოსმოსში, თანაც ამ ტიპის ობიექტებში ყველაზე დაბალი მასის მქონეა, რომელიც ამ დრომდე აღმოუჩენიათ… თუმცა როგორ ჩამოყალიბდა, ესეც საინტერესო საკითხს წარმოადგენს მეცნიერებისთვის:

ამჟამინდელი მოდელებისთვის საკმაოდ მარტივია გიგანტური პლანეტების შექმნა ვარსკვლავების გარშემო არსებულ დისკში, მაგრამ ამ კლასტერში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ობიექტი დისკში ჩამოყალიბებულიყო… ასე რომ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა — ასეთ პატარა მასაზე როგორ ზემოქმედებს ვარსკვლავის ფორმირების პროცესი?.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ყავისფერ ჯუჯებს ხშირად failed stars-ის სახელით მოიხსენიებენ….

ერთი ძირითადი კითხვა, რომელიც ყველა ასტრონომიულ სახელმძღვანელოში შეგხვდებათ ყველაზე პატარა ვარსკვლავებს ეხება… ჩვენ კი სწორედ ამაზე ვცდილობთ პასუხის გაცემას, — განმარტავს კევინ ლუჰმანი, კვლევის წამყვანი ავტორი.

მათ JWST გამოიყენეს, რათა ახალგაზრდა ვარსკვლავების კლასტერში IC 348-ში ჩაეტარებინათ კვლევა, უფრო ზუსტად პერსევსის თანავარსკვლავედში, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. NIRCam-ის ინფრაწითელი ხელსაწყო კი იდეალური იყო ამ ბუნდოვანი ობიექტების საპოვნელად, რომლებიც შემდგომში NIRSpec-ის სპექტროგრაფით შეისწავლეს. 

მკვლევრებმა IC 348-ის სამი ახალი წევრი აღმოაჩინეს, რომელთა ტემპერატურაც 827-დან 1527 გრადუსამდე მერყეობდა. ამ კანდიდატებიდან ყველაზე პატარა კი ზუსტად ის არის, რომელმაც რეკორდი მოხსნა და ეს ნამდვილი თავსატეხია მეცნიერებისთვის… შესაძლოა, საქმე ეგზოპლანეტებთან გვქონდეს, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პლანეტები საკმაოდ დიდია, რასაც ვერ ვიტყოდით IC 348-ის ვარსკვლავებზე, რომლებიც უმეტესად მცირე ზომისაა. რთული ასახსნელი იქნებოდა დიდი პლანეტების ფორმირება პატარა ვარსკვლავის გარშემოც… და კიდევ უფრო მეტიც, კლასტერი საკმაოდ ახალგაზრდაა და არ ექნებოდა საკმარისი დრო მსგავსი ობიექტების ფორმირებისთვის…

სპექტოგრაფიული ანალიზი ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს — ორ ობიექტში ნახშირწყალბადი აღმოაჩინეს, რომელიც მანამდე სატურნისა და ტიტანის ატმოსფეროებში უნახავთ… აქ მხოლოდ ერთი რამ არის აშკარა, ის, რასაც მეცნიერები იკვლევენ, სრულიად ახალ ინსაითებს მოგვაწვდის ვარსკვლავებისა და პლანეტების უცნაურ თანაკვეთაზე. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ მზის სისტემის გარეთ არსებულ ობიექტის ატმოსფეროში კონკრეტული მოლეკულა აღმოვაჩინეთ. ყავისფერი ჯუჯების მოდელები მათ არსებობას არ ითვალისწინებდა. ახლა ობიექტებს ძალიან ადრეულ ეტაპებსა და ისეთ დაბალ მასებში ვაკვირდებით, როგორც არასდროს, შესაბამისად, რაღაც ახალსა და მოულოდნელს ვხედავთ, — განმარტავს ალვეს დე ოლივიერა, მკვლევარი.

Storera – ქართული ელ.კომერციის პლატფორმა B2CGE-ს ახალი ჰორიზონტი

„ჩემი ოჯახის მემკვიდრეობა ქართული ლარის დიზაინია“