in

JWST-მ ვარსკვლავთშორისი მტვერი უპრეცედენტო დეტალებით გადაიღო

სულ ახლახან მეცნიერებმა ვარსკვლავებს შორის მოძრავი მტვრის წრეები გამაოგნებელი დეტალებით წარმოგვიდგინეს. სურათები, რაღა თქმა უნდა, JWST-ს ეკუთვნის, რომლებიც აღნიშნული მედიუმის ტურბულენტობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას იმ ვარსკვლავის მახლობლად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ასეული წლის წინ აფეთქდა… 

M2
M2

ამ აფეთქებისას მიღებული სინათლე, რასაც Cassiopeia A-ს უწოდებენ, ათბობდა და ირეკლავდა მასში შემავალ მტვერს, რითაც სუსტ, წითელ ნათებას წარმოქმნიდა. მასალაც იმდენად სუსტია და ნათებაც იმდენად მკრთალი, რომ საკმაოდ რთული იყო მისი აღბეჭდვა. თუმცა არა ჯეიმს ვების ტელესკოპისთვის, რომელიც ვარსკვლავთშორისი გარემოს სტრუქტურის შესახებ მეცნიერებს ახალ ინფორმაციებს აწვდის. 

მართალია, კიდევ უფრო წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ JWST საშუალებას გვაძლევს, სტრუქტურის ცვლილებებსაც დავაკვირდეთ დღეების მანძილზე. 

შრეებს ისე ვხედავთ, როგორც ხახვზე, ვფიქრობთ ყველა მკვრივ, მტვრიან რეგიონზე, რომელსაც ვხედავთ და რომელთა დანახვაც არ შეგვიძლია. უბრალოდ აქამდე არასდროს გვქონია შესაძლებლობა, ასე სიღრმისეულად ჩაგვეხედა მასში, — აცხადებს ჯოშ პიკი, ასტრონომი.

ჯეიმს ვების მიერ დაფიქსირებულ ფენომენს მეცნიერები სინათლის ექოს უწოდებენ, რომელიც თითქმის ისეთივე მშვენიერ ხედებს გვთავაზობს, როგორც გალაქტიკა:

ყველაზე გასაოცარი ამ აღმოჩენაში ის არის, რომ მედიუმი თითქოს მასალის მჭიდროდ დალაგებულ ფურცლებადაა წარმოდგენილი, კვანძებითა და გროვებით ისე, რომ მეცნიერებს ამ ფურცლების დეტალების დაახლოებით 400 ასტრონომიულ ერთეულზე დანახვა შეუძლიათ. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს სტრუქტურები მაგნიტურ ველებს უნდა უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში კი სინათლის ექოების ევოლუცია ახალ სივრცეს ქმნის მაგნიტური ტურბულენტობის შესასწავლად…

ეს სამედიცინო CT სკანირების ასტრონომიული ვარიანტია. ჩვენ სამი ნაჭერი გვაქვს სამ განსხვავებულ დროს გადაღებული, რაც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ნამდვილი 3D სტრუქტურა. ეს სრულად გარდაქმნის გზას, რომლითაც ვარსკვლავთშორის მედიუმს ვიკვლევთ, — განმარტავს არმინ რესტი, ასტრონომი.

საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტების ინოვაციური ბიზნესიდეები 50 000 ლარით დააფინანსა

VELI აუთლეტი დაბრუნდა – რა უნდა შეიძინო განსაკუთრებული ფასდაკლებით