in

ჯეიმს ვების ტელესკოპმა სატურნის მსგავსი რგოლების მქონე ობიექტი დააფიქსირა

2013 წელს ასტრონომებმა კენტავრის ტიპის ობიექტი Chariklo აღმოაჩინეს — მისი უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქვს როგორც ასტეროიდის, ისე კომეტის მახასიათებლები. ამასთან, მას სატურნის მსგავსი ორი რგოლი აქვს.

M2
M2

ამჟამად მას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ სპექტრულ მონაცემებში ყინული კვალიც იყო. „ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებს აქამდეც დაუფიქსირებია ყინულის არსებობა, მაგრამ ვების ტელესკოპმა ეს მეტი სიზუსტით მოახერხა“, — ამბობს ნოემი ალონსო, ჯეიმს ვების ობსერვატორიის ხელმძღვანელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ Chariklo ყველაზე მცირე ზომის ობიექტია, რომელსაც საკუთარი რგოლები აქვს — მეტი თვალსაჩინოებისთვის, ის დედამიწაზე 51-ჯერ პატარაა, მაგრამ NASA-ს თანახმად, ამ დროისათვის ცნობილი ყველაზე დიდი კენტავრია.

ისევე, როგორც სხვა კენტავრები, აღნიშნული ობიექტიც სატურნსა და ნეპტუნს შორის მდებარეობს, შესაბამისად, მზის სხივებისგან მოშორებულია. სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, Chariklo-ს დაფიქსირება საკმაოდ რთულია და ამისთვის ვარსკვლავის გამოსხივებაა საჭირო. ვების ტელესკოპმა კი ახლო ინფრაწითელი კამერით ის კადრი გადაიღო, როცა ვარსკვლავისგან წამოსული ნათება ობიექტამდე აღწევდა.

„რგოლების საფარის ფორმებიდან გამომდინარე, მის მიერ არეკლილი სხივების სპექტრული მახასიათებლებიც შევისწავლეთ. ვიმედოვნებთ, გავიგებთ, რატომ აქვს ამ პატარა სხეულს რგოლები“, — ამბობს პაბლო სანტოს-სანსი, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომი.

რა არის Dropshipping და როგორ მუშაობს?

ახალი AI გენერატორი საჭმლის მხატვრულ კადრებს ქმნის