in

JWST-მ კოსმოსში ნახშირორჟანგი აღმოაჩინა!

ყველაფერთან ერთად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რევოლუციურ აღმოჩენებს გვთავაზობს ეგზოპლანეტებში. ამჯერად მისი სამიზნე HR 8799 გახდა და არც შედეგმა დააყოვნა — ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი აღმოაჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ეს სისტემაც ჩვენის მსგავსად ჩამოყალიბებულიყო. თანაც, თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ნახშირორჟანგს მზის სისტემის გარეთ მიაგნეს.

M2
M2

თავად HR 8799 გამორჩეული ეგზოპლანეტის სისტემაა, რომელიც დედამიწიდან 130 სინათლის წლითაა დაშორებული და Pegasus-ის თანავარსკვლავედში გვხვდება. მის ცენტრში ახალგაზრდა ვარსკვლავია მოთავსებული, რომელიც მზის მასას 1.5-ჯერ აღემატება და სულ რაღაც 30 მილიონი წლისაა. ამ სისტემას განსაკუთრებულს 4 გიგანტური პლანეტის მასპინძლობა ხდის, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო 15-დან 70 ასტრონომიულ ერთეულამდე ბრუნავს — სახელწოდებით HR 8799 b, c, d და e გაზის მასიურ გიგანტებს წარმოადენს, რომლებიც იუპიტერის მასას 5-10-ჯერ აღემატება.

ამგვარი პლანეტები ორი პროცესის შედეგად ყალიბდება, ბირთვის აკრეცია და დისკის არასტაბილურობა. ხოლო იმის გაგება, თუ რომელი ასრულებს მათგან მთავარ როლს, მეცნიერებს პლანეტების კლასიფიკაციაში დაეხმარება.

მსგავსი კვლევებით ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტს გავიგებთ ჩვენს მზის სისტემაზე, ცხოვრებასა და საკუთარ თავზე, ეგზოპლანეტებთან შედარებით ჩვენი არსებობის კონტექსტს უკეთ გავიგებთ, — აცხადებს უილიამ ბალმერი, Johns Hopkins University-დან, რომელმაც აღნიშნულ სისტემასთან ერთად, 51 Eridan-ის პლანეტაც შეისწავლა.

მიღებული შედეგები ნახშირორჟანგის დიდი მოცულობებით მიგვანიშნებს, რომ სისტემა უმეტესად ბირთვის აკრეციით უნდა ჩამოყალიბებულიყო, ზუსტად იმ პროცესით, რომლითაც სამყაროში იუპიტერი და სატურნი ჩამოყალიბდა, როცა მყარი ბირთვი ირგვლივ არსებულ გაზს პროპლანეტარული დისკიდან იზიდავს… 

ეს ყველაფერი კი JWST-ის NIRCam-ის დამსახურებაა, რომელმაც აღმოჩენა Guaranteed Time Observations-ის პროგრამის ფარგლებში გააკეთა. 

თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა – GetData

Nvidia-მ ორი პერსონალური AI სუპერკომპიუტერი წარადგინა