მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სურათები გამოქვეყნდა, სოციალური მედია კოსმოსის საოცარი ფოტოებით გაივსო, იუპიტერის დეტალური სურათებიდან დაწყებული, დამთავრებული ყველაზე შორეული ვარსკვლავით. ჯეიმს ვები არც ახლა ჩერდება და ამჯერად, მან ჩვენგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე თითქმის სრულყოფილი აინშტაინის ბეჭედი დააფიქსირა.
აინშტაინის ბეჭედი რომ არა, ჩვენ ამ გალაქტიკას ვერც დავინახავდით. პროცესი კი გრავიტაციური ლინზირების სახელით არის ცნობილი — ეს აინშტაინის მიერ ნაწინასწარმეტყველები ეფექტია და სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ამ სახელს.
მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შორეული გალაქტიკა, უფრო ახლოს მდებარე გალაქტიკა და დამკვირვებელი, ამ შემთხვევაში კი ჯეიმს ვების ტელესკოპი, ერთ რიგში დგას. ხოლო თუ თქვენ ამის გამოცდა თავად გსურთ, ღვინის ჭიქის გვერდებითა და ძირით მსგავსი ეფექტი შეგიძლიათ მიიღოთ. სცადეთ ამის გაკეთება წიგნზე, რათა სიტყვები გადიდებულად იხილოთ.
უახლეს სურათზე მონაცემები Webb-ის Mid-Infrared Instrument-ის (MIRI) კამერით არის გადაღებული, რომელიც სამ განსხვავებულ ფილტრსაც იყენებს, მათ შორისაა წითელი, მწვანე და ლურჯი სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე ფილტრები.
ეს ფერადი სურათები კი ასტრონომიის კურსდამთავრებულმა Spaceguy44-მა Reddit-ზე გამოაქვეყნა. გალაქტიკას, რომელსაც ჯერ კიდევ შეისწავლიან, SPT-S J041839-4751.8 უწოდეს.