in

ჯეიმს ვების ტელესკოპი შორეული პლანეტის პირდაპირ სურათს გვაჩვენებს

ასტრონავტებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი პირველად გამოიყენეს იმისათვის, რომ მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტისთვის პირდაპირი სურათი გადაეღოთ. ეგზოპლანეტა გაზის გიგანტია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ აქვს კლდოვანი ზედაპირი და მასზე ვერც დასახლებას მოვახერხებთ. 

M2
M2

გამოსახულება, რომელსაც სინათლის 4 სხვადასხვა ფილტრიდან ხედავთ, აჩვენებს, როგორ შეუძლია ვების ტელესკოპს, ინფრაწითელი მზერით აღბეჭდოს მზის სისტემის მიღმა არსებული სამყაროები. ეს მომავალი დაკვირვებებისკენაც გახსნის გზას და დაგვეხმარება, მივიღოთ იმაზე მეტი ინფორმაცია ეგზოპლანეტების შესახებ, ვიდრე აქამდე ვფლობდით. 

გარდამტეხი მომენტია არა მარტო ვებისთვის, არამედ ზოგადად ასტრონომიისთვის, — ამბობს საშა ჰინკლი, კონკრეტული დაკვირვების ხელმძღვანელი.

ვების სურათზე გამოსახული ეგზოპლანეტა HIP 65426 b იუპიტერის მასას 6-12-ჯერ აღემატება. იგი ჩვენს 4.5-მილიარდიან დედამიწასთან შედარებით, ახალგაზრდაც კია. 

საინტერესოა ისიც, რომ ეს პლანეტა ასტრონავტებმა SPHERE-ის ინსტრუმენტით ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს და სურათები მოკლე ინფრაწითელი ტალღებით გადაიღეს. ახლა კი ჯეიმს ვების ტელესკოპი უფრო გრძელი ინფრაწითელი სხივებით მიღებულ გამოსახულებას გვაჩვენებს და ისეთ დეტალებსაც ავლენს, რომელსაც სხვაგვარად ვერ მივიღებდით. 

იმის გამო, რომ HIP 65426 b დაახლოებით იმაზე 100-ჯერ უფრო შორს არის მისი მასპინძელი ვარსკვლავისგან, ვიდრე დედამიწა მზისგან, ეს ვების ტელესკოპს სურათზე პლანეტის გამოყოფის საშუალებას აძლევს. 

თანაც, Webb-ის ახლო ინფრაწითელი კამერა (NIRCam) და შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტი (MIRI) კორონოგრაფებითაა აღჭურვილი. ეს უკანასკნელი ვარსკვლავების შუქს ბლოკავს და ეგზოპლანეტების გადაღებას შესაძლებელს ხდის. საკმაოდ დიდი გამოწვევაცაა, რადგან ვარსკვლავები პლანეტებზე მეტ შუქს ასხივებს. მაგალითად, მასპინძელ ვარსკვლავთან შედარებით, HIP 65426 b პლანეტა 10000-ჯერ უფრო სუსტია. 

„ამ სურათის მიღება კოსმოსური საგანძურის პოვნას ჰგავდა. თავიდან მხოლოდ ვარსკვლავის სინათლე დავინახე, შემდეგ სურათის დამუშავებით სინათლე მოვაშორე და პლანეტა გამოვაჩინე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ ეს ახლახან დავიწყეთ. კიდევ მეტი ეგზოპლანეტის სურათს მივიღებთ, რაც მათი ფორმირების, არსებული ქიმიისა თუ ფიზიკის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, — აცხადებს აარონ კარტერი, მკვლევარი. 

Tesco Mobile-ის რეკლამა სურსათის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ

Exchanger — ქართულ ბაზარზე პირველად, ვალუტის გადაცვლის ელექტრონული ტერმინალი გამოჩნდა