in

მეცნიერებმა ჯეიმს ვების ძველი სურათით აღმოაჩინეს ის, რაც აქამდე იშვიათად გვინახავს!

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით მეცნიერები ახლა კიდევ უფრო ახლოდან აკვირდებიან ობსერვატორიის ადრეულ სურათს, რომელზეც ვარსკვლავური გროვა NGC 3324 არის ასახული. მართალია, იგი პირველად ჯერ კიდევ ივლისში ვნახეთ, მაგრამ ახლა მკვლევრები უფრო სიღრმისეული ანალიზის შედეგებს გვიზიარებენ, მათ გასაოცარი რამ აღმოაჩინეს — განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ახალშობილი ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენ იშვიათად თუ გვაქვს ნანახი…

M2
M2

მართალია, სამყაროს ამ კუთხეს ადრე ჰაბლის ტელესკოპი აკვირდებოდა, მაგრამ ახლა ჯეიმს ვების ტელესკოპი საშუალებას გვაძლევს, პირველად დავინახოთ ახალგაზრდა ვარსკვლავებიდან ამოფრქვეული ენერგეტიკული ნაკადები.

ეს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილის ნიშნებია, ჩვენ მათ მხოლოდ მოკლე დროში ვხედავთ, როცა პროტოვარსკვლავი გროვდება, — განმარტავს ნათან სმიტი, მკვლევარი.

აღნიშნული დრო კი სულ რამდენიმე ათასი წელია იმ რამდენიმე მილიონიდან, რაც ვარსკვლავის სრულად ჩამოყალიბებას სჭირდება. თითქოს, ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავების ბაღის ნახვის საშუალება მოგვცა, მაგრამ ჯეიმს ვებმა მისი კარის გაღებაც შეძლო, რათა გაგვაცნოს, თუ როგორ იზრდებიან და ვითარდებიან მასში მყოფი ახალდაბადებული ვარსკვლავები.

მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ვარსკვლავების წარმოქმნის შესახებ და გვეტყვის, თუ როგორ მოქმედებს ვარსკვლავების წარმოშობისას მიღებული რადიაცია ირგვლივ არსებული პლანეტების განვითარებაზე. მეტიც, ეს წარმოუდგენლად გამოსადეგი იქნება ჩვენთვის, თუ გავიხსენებთ იმას, რომ გეზი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენისკენ გვაქვს აღებული…

7-ადგილიანი ავტომობილები სხვადასხვა ბრენდისგან

Capturing Ecology 2022-ის გამარჯვებული სურათები უკვე ცნობილია!