in

ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერის ახალი ფოტოები მოგვაწოდა

გიგანტური ქარიშხლებით, ძლიერი ქარით, იუპიტერზე ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში, ბევრი რამ ხდება. ახლა კი ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პლანეტის ახალი ფოტოები გადაიღო. ფოტოებში ორივე პოლუსზე ჩანს ციალი. ასევე, თეთრად ჩანს დიდი წითელი ლაქა, რომელშიც რამდენიმე დედამიწა მოთავსდებოდა. თეთრი ვიზუალი აქვს ღრუბლებსაც, რადგან ისინი მზის მეტ უფრო მეტ სინათლეს ირეკლავს.

M2
M2

„ჩვენ არ ველოდით, რომ ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა. ნამდვილად გასაოცარია იუპიტერის ასეთი დეტალების დანახვა, თავის რგოლებთან, ციცქნა თანამგზავრებთან და გალაქტიკებთან ერთად“, — ამბობს პლანეტური მეცნიერი იმკე დე პატერი.

ორი სურათი ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) გადაიღო, რომელსაც სამი სპეციალიზებული ინფრაწითელი ფილტრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფრაწითელი სინათლე ადამიანის თვალისთვის უხილავია, ეს სინათლე ხილულ სპექტრში გადაიყვანეს. როგორც წესი, ყველაზე გრძელი ტალღის სიგრძეები უფრო წითლად ჩანს, ყველაზე მოკლე კი — უფრო ცისფრად.

ვების დაკვირვებები მეცნიერებს კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს იუპიტერის შესახებ…

კონტენტის გარდაქმნა SEO-ს გასაძლიერებლად

ყველაფერი Samsung Galaxy Z Flip4-ისა და Z Fold4-ის შესახებ