ბოლო სამი დღეა, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გამოგზავნილმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო გააოცა და ბევრი იმაზეც კი დაფიქრდა, ამ საოცარ სამყაროში როგორი უმნიშვნელო ყოფილა პატარ-პატარა ყოველდღიური დეტალები…
ვების ახლო ინფრაწითელი კამერის გამოყენებით, სახელწოდებით NIRCam, ტელესკოპმა სხვა გასაოცარ ფოტოებთან ერთად იუპიტერიც გადაიღო. ფოტო ორი განსხვავებული ფილტრით არის წარმოდგენილი — მათზე იუპიტერის სამ მთვარეს და ცნობილ წითელ ლაქას ვხედავთ.
მოხსენების თანახმად, NASA-მ ტელესკოპს დაავალა, იუპიტერის გამოსახულება მრავალი ფილტრით გადაეღო, რათა ენახათ, რამდენად კარგად იმუშავებდა ის “ნათელ პლანეტაზე”. ეს არა მხოლოდ შესანიშნავი გამოსახულების მაგალითია, არამედ იმასაც ადასტურებს, რომ ვების ტელესკოპს მოძრავი სამიზნეების იდეალურად დაფიქსირება შეუძლია, მათ შორის პლანეტების და მათი მთვარეების.