in

JWST-ის ახალმა აღმოჩენამ მეცნიერები დააბნია

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენებით უკვე მრავალ კითხვას გაეცა პასუხი, თუმცა ასე ვერ ვიტყვით უახლეს აღმოჩენაზე… მეცნიერების ვარაუდით, იზოლირებულ შავ ხვრელებს წესით უნდა უჭირდეს იმდენი მასის შეგროვება, რომ სუპერმასიურის სტატუსი მოიპოვოს, განსაკუთრებით დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ… ახალი აღმოჩენა კი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ყველაფერს და მეცნიერებს კვლავ ერთ კითხვას ასმევინებს: როგორ გაიზარდა შავი ხვრელი მილიონობით თუ მილიარდობით მზის მასამდე, როცა სამყარო მილიარდ წელზე ნაკლებისაა?

M2
M2

მკვლევრებმა ჯეიმს ვებით ხუთი ადრე აღმოჩენილი კვაზარის გარემოს შესწავლა გადაწყვიტეს, რომლებიც მაშინ ჩამოყალიბდა, როცა კოსმოსი სადღაც 600-700 მილიონი წლის იყო. აღმოაჩინეს, რომ კვაზარების ირგვლივ არსებული გარემო, რომელსაც კვაზარის ველსაც უწოდებენ, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო — ზოგიერთი შეფუთულ გარემოს ჰგავდა, ზუსტად ისეთს, როგორსაც მეცნიერები ფიქრობდნენ, ზოგიც კი საკმაოდ დასახლებული იყო Empty-larders-ად წოდებული ობიექტებით, რომლებზეც ფიქრობენ, რომ სუპერმასიური შავი ხვრელების ზრდას უზრუნველყოფდა… 

არსებული რწმენების საპირისპიროდ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვეულებრივ ეს კვაზარები არ არის ადრეული სამყაროს ყველაზე მაღალი სიმკვრივის რეგიონებში, ზოგიერთი მის შუაშიც კია მოთავსებული. რთულია იმის ახსნა, თუ როგორ გაიზარდა კვაზარები ისე, რომ მათ გამოსაკვებად არაფერი ჰქონდათ, — აცხადებს ანნა-ქრისტინა ეილერსი, MIT-იდან.

კვაზარების გარემოს შესასწავლად შერჩეული 5 სუპერმასიური შავი ხვრელის მქონე რეგიონებიდან, რომლებიც JWST-მ 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივნისამდე შემოგვთავაზა, მკვლევრებმა მრავალი ფოტო გააერთიანეს და თითოეული სუპერმასიური შავი ხვრელის სამეზობლოს კვაზარის ველი შექმნეს. ხოლო სურათები განსხვავებული ტალღის სიგრძეების მიხედვით გააანალიზეს.

აღმოვაჩინეთ, რომ ამ 5 კვაზარს შორის ერთადერთი განსხვავება მათი გარემოა. მაგალითისთვის, თუ ერთ კვაზარს 50 გალაქტიკა ჰქონდა, მეორეში მხოლოდ 2-ს ვხვდებით, როცა ორივე კვაზარი ერთი და იმავე ზომის, მოცულობის, სინათლისა და ასაკისაა, ამის ნახვა ნამდვილად გასაოცარი იყო, – ამბობს ეილერსი.

გამომდინარე იქიდან, რომ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მეცნიერები ცდილობენ, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ. ვარაუდობენ, რომ ადრეული კვაზარები კოსმოსური მტვრით იქნება გარშემორტყმული, რითაც მისი უხილაობაც აიხსნება… ამიტომ, ახლა შემდგომი ეტაპი ნებისმიერი ასეთი გალაქტიკის აღმოჩენაა, რა დროსაც, სავარაუდოდ, კვლავ JWST-ს მიმართავენ და თავსატეხსაც მისი საშუალებით ამოხსნიან.

 

26 ოქტომბერს! ხმის მიცემის შემდეგ, წარადგინე მარკირება და უფასოდ გაერთე კაფეებში, ბარებსა და კლუბებში!

ნინო ენუქიძემ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე AI4Globe ინიციატივა წარადგინა