in

JWST-მ ყველაზე შორეული გალაქტიკის აღმოჩენით თავისივე რეკორდი მოხსნა!

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო მიზნებიდან ერთ-ერთი უმთავრესი ადრეული გალაქტიკების შესწავლას მოიცავს, რათა მეტი დეტალი გაიგონ მათი ფორმირების, ევოლუციისა თუ შემადგენლობის შესახებ… და როგორც ჩანს, ტელესკოპი თავისივე რეკორდს ხსნის — ამ ეტაპისთვის ყველაზე შორეულ გალაქტიკას გვთავაზობს! როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს გალაქტიკები იმდენად ძველია, რომ შესაძლოა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყოს… 

M2
M2

მკვლევრები ძირითადად ერთ ცნობილ სტანდარტს ეყრდნობიან, რომ გალაქტიკებსა და მათ მძიმე ელემენტებს შორის თანაფარდობა ადგილობრივ სამყაროში ისტორიის ბოლო 12 მილიარდი წლის მანძილზე იგივე დარჩა. მაგრამ ახლა JWST-მ აჩვენა, რომ ახალგაზრდა გალაქტიკები სულ სხვაგვარად გამოიყურება. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე თანაფარდობა არ აქვს, რადგან არც ვარსკვლავების ფორმირების და არც მათი სიკვდილის ციკლი გაუვლია ჯერ, შესაბამისად, აირის ღრუბლებს წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებით ამდიდრებს.

როცა 16 გალაქტიკის სინათლე გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ მნიშვნელოვნად ნაკლები მძიმე ელემენტები ჰქონდა იმასთან შედარებით, რასაც ვარსკვლავური მასებისა და მათ მიერ წარმოქმნილი ახალი ვარსკვლავებისგან ველოდით, — აცხადებს კასპერ ელმ ჰაინცი, კვლევის ხელმძღვანელი.

თუ ასტრონომებს დავეყრდნობით, მიღებული შედეგები მკვეთრად განსხვავდება ამჟამინდელი მოდელებისგან, სადაც გალაქტიკები აქამდე არსებული სტანდარტის შესაბამისად ყალიბდება. მიუხედავად ამისა, მკვლევრები ამბობენ, რომ მიღებული შედეგები არც ასეთი გასაოცარია, რადგან გალაქტიკების ფორმირების თეორიულ მოდელებში მსგავსი რამ უკვე ნავარაუდევი ჰქონდათ, ახლა კი უბრალოდ ამაზე დაკვირვების საშუალება მიეცათ. 

მიღებული შედეგი გალაქტიკის ფორმირების ადრეული სტადიის შესახებ პირველ შეხედულებას გვაწვდის, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმაზე მეტადაა გალაქტიკებს შორის არსებულ გაზთან დაკავშირებული, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ეს ჯეიმს ვების ერთ-ერთი პირველი დაკვირვებაა ამ კონკრეტულ თემაზე, ამიტომ ჯერ კიდევ ველით, რას გვეტყვის უფრო დიდი და ყოვლისმომცველი დაკვირვებები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, — ამბობს ჰაინცი.

მეცნიერებს ეჭვი არც ეპარებათ იმაში, რომ JWST მათ კიდევ უფრო მეტ მონაცემს მიაწვდის და მალე ისინი უკეთ გაიგებენ დიდი აფეთქების შემდეგ, როგორ ჩამოყალიბდა გალაქტიკები თუ სხვა სტრუქტურები…

VitrA — საუკეთესო სანტექნიკის მწარმოებელ TOP 10-ში შემავალი ბრენდი

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი კომპანია ცვლილებების მიმართ რეზისტენტულია?