დადასტურდა, რომ სინათლე, რომელიც 13.4 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა, ყველაზე შორეული გალაქტიკიდან მოდის. გამოდის, სტატიის მთავარ ფოტოზე ასახული 4 ძალიან ახალგაზრდა ობიექტი ყველაზე შორს იმყოფება სამყაროში…
JWST-ის გრძელი სპექტროსკოპიული დაკვირვებები კი იმდენად დეტალურია, რომ მკვლევრებს შეუძლიათ, არა მხოლოდ გაზომონ მანძილი, რომელიც ამ გალაქტიკების შუქმა გაიარა, არამედ ზოგიერთი გალაქტიკის თვისებაც კი დაადგინონ.
„დიდი აფეთქებიდან 350 მილიონი წლის შემდეგ გალაქტიკები პირველად აღმოვაჩინეთ და შეგვიძლია სრულად დარწმუნებული ვიყოთ მათ ჯადოსნურ დისტანციებში. უძველესი გალაქტიკების პოვნა ასეთ საოცარ სურათებში ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა“, — ამბობს ბრანტ რობერტსონი, ასტრონავტი.
საინტერესოა ისიც, რომ არსებობს მოდელები, რომლებიც აღწერს, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები სამყაროში. მეცნიერებს სწამთ, რომ პირველი ვარსკვლავების დაბადებამდე სამყარო გაუმჭვირვალე მატერიით იყო სავსე, ნებისმიერი სინათლე ელექტრონებს ფანტავდა და არ შეეძლო თავისუფლად მოძრაობა. ეს ნაწილაკები კი თანდათან გაერთიანდა, რათა ნეიტრალური წყალბადი შეექმნა. ხოლო, როცა ვარსკვლავებმა ფორმირება დაიწყო, მათ წყალბადის იონიზირება მოახდინეს და სამყაროც გაანათეს. ეს პროცესი კი სამყაროს გაჩენიდან დაახლოებით 1 მილიარდი წლის შემდეგ დასრულდა.
რადგანაც სინათლე ძალიან შორიდან მოდის, იგი მკრთალად ჩანს. სამყაროს გაფართოების მიზეზით კი გრძლად წითელ სპექტრზე არის გადაჭიმული. საუბარია ფენომენზე, რომელიც ჩვენთვის წითელი ძვრის სახელით არის ცნობილი. ამისთვის კი საჭიროა, სინათლე მის შემადგენელ ტალღის სიგრძეებად დაიშალოს. აქ სპექტოსკოპიის ტექნიკა იგულისხმება…
ამ შემთხვევაში მკვლევართა ჯგუფმა JWST-ის NIRCam-ის შუქი ცხრა ტალღის სიგრძის დიაპაზონით დაყო, კონკრეტულად 4 გალაქტიკაზე ფოკუსირდა, რომელთაც მაღალი წითელი ძვრის მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა ორი მათგანი JWST-მ კი არა, პირველად ჰაბლის ტელესკოპმა აღმოაჩინა. უშუალოდ ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ორი გალაქტიკა მართლაც ყველაზე შორეულია მათ შორის, რაც აქამდე მეცნიერებს აღმოუჩენიათ. დარჩენილი ორი კი კიდევ უფრო შორ მანძილზე იმყოფება…
„იმ სპექტრის დანახვა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, ადასტურებს, რომ ეს გალაქტიკები ჩვენი ხედვის კიდეში იმყოფება, რაც იმაზე ცოტა უფრო შორსაც არის, ვიდრე ჰაბლს შეეძლო დაენახა! ეს ძალიან საინტერესო მიღწევაა მისიისთვის“, — ამბობს ემმა ქურთისლეიკი, ასტრონავტი.
ჰაბლის ორი გალაქტიკისთვის წითელი ძვრა 10.38-სა და 11.58-ს უდრის. JWST-ს ახალი აღმოჩენებისთვის კი 12.63-სა და 13.20-ს — ეს უკანასკნელი დაახლოებით 13.5 მილიარდი სინათლის წლის ტოლია.
შუქი ბევრ რამეს გვეტყვის ადრეული სამყაროს პირობებისა და პირველი ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების წარმოქმნის შესახებ. ხოლო „გაზომვებით გალაქტიკების შინაგანი სიკაშკაშე შეგვიძლია გავიგოთ და გავარკვიოთ, რამდენი ვარსკვლავია მასში“.