in

JWST-მ „კოსმოსური ქვიშის საათი“ დააფიქსირა!

ახალბედა ვარსკვლავები პატარა ბავშვებს ჰგავს, მათი ენერგია ხშირად უმართავია და ქაოსურად გამოიხატება… JWST-ის სურათზეც სწორედ ამგვარი ორი ვარსკვლავის მოუთვინიერებელ ენერგიას ვხედავთ, 650 სინათლის წლითაა დაშორებული და ქვიშის საათის მსგავს გამოსახულებას გვთავაზობს, რომელიც, თავის მხრივ, გაზისა და მტვრის გროვებითაა სავსე. 

M2
M2

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათზე Lynds 483 (L483) არის ასახული — გაზისა და მტვრის მკვრივი ღრუბელია, რომელშიც ახალი ვარსკვლავები ყალიბდება. მის გულში კი ორი ახალგაზრდა პროტოვარსკვლავია დამალული. თუმცა, ეს JWST-სთვის პრობლემა არ ყოფილა, თუ ჩვეულებრივ შემთხვევებში ტელესკოპებს გაზი და მტვერი ხელს უშლის ობიექტების დანახვაში, ჯეიმს ვები სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა Lynds 483-ის შესახებ ისეთ დეტალებს ავლენს, რომლებიც აქამდე არ უნახავთ.

ყველა ვარსკვლავი, L483-ის ჩათვლით, ბრუნავს, რა დროსაც გაზსა და მტვერს აგროვებს, მის ირგვლივ კი მბრუნავ აკრეციულ დისკს ქმნის. თუმცა, ამ დისკში არსებული ყველა მატერია სულაც არ ხდება ვარსკვლავის ნაწილი…

ამ შემთხვევაში ქვიშის საათის ფორმის ღრუბლები მდიდარია აირებით, ქიმიური რეაქციები კი დროთა განმავლობაში მეთანოლს, ნახშირორჟანგს და სხვა ორგანულ მოლეკულებს ქმნის. ამ შემთხვევაში კი მეცნიერებმა კომპლექსურ ორგანულ მოლეკულებსაც მიაგნეს. 

ხოლო ის ორი პროტოვარსკვლავი, რომლებიც ამ ვიზუალურ არეულობასა თუ ქიმიურ აქტივობაზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამ ქვიშის საათის ცენტრში არსებულ გაუმჭვირვალე მტვრის ფენაშია დამალული. ამ დისკის ზედა და ქვედა სივრცეებში კი ვარსკვლავური შუქის სტაფილოსფერ კონუსებს ვხედავთ, რაც უფრო თხელი მტვრის ფენის დამსახურებაა. 

თუ კარგად დააკვირდებით, კონუსის 90-გრადუსიანი კუთხიდან უფრო მუქ სივრცესაც დაინახავთ. აღნიშნული სიბნელით ცარიელ ადგილს კი არ ასახავს, არამედ სქელ მტვრის ფენად გვესახება, რომელშიც თითქმის ვერცერთი შუქი აღწევს, თუმცა, JWST აქაც გამონაკლისია — მასში ჩახედვა და არსებული ვარსკვლავების დანახვა შეუძლია.

ტელესკოპის ძალა ზუსტად იმ წერტილში ჩანს, რომელშიც სტაფილოსფერი და ვარდისფერი ერწყმის ერთმანეთს — ასე აქამდე უნახავ დეტალს ამჟღავნებს, წვრილი ძაფებითაა სავსე და მეცნიერებისთვის მრავალ კითხვას ბადებს… თუმცა, უნდა ითქვას, რომ JWST-მ ახალ კითხვებთან ერთად, ბევრ ძველსაც უპასუხა…

პორტუგალიის ნომად ვიზა, ანუ იმუშავე იქ, სადაც სხვები ისვენებენ

Publicis-მა ახალი შრიფტი თანამშრომელთა ხელნაწერებით შექმნა