ორიონის ნისლეულის ახალ კვლევაში Jupiter Mass Binary Objects (JuMBOs) გამოვლინდა — ასობით მარტოხელა „პლანეტა“, რომლებიც ცარიელ სივრცეში ვარსკვლავების გარეშე გვხვდება. თუმცა უმეტესობა სულ მარტოც არ არის, ისინი წყვილებად გვხვდებიან… ასეა თუ ისე, JWST-ის აღმოჩენა მეცნიერებს უბიძგებს, ხელახლა გადახედონ არსებული პლანეტარული სისტემების მოდელებს.
„ჩემი რეაქციები ასეთი იყო: რააა?!, დარწმუნებული ხარ? ეს უცნაურია, როგორ შეიძლება ისინი წყვილში იყვნენ?“ — ამბობს ჰეიდი ჰამელი, JWST-ის მეცნიერი.
ახლა კი ამ უჩვეულო ფენომენს ორ შესაძლო ახსნას უძებნიან: ან პროტოპლანეტები უნდა იყოს, რომელთაც არ მიეცა სრულად ფორმირების საშუალება; ან ისინი მზის სისტემებში უნდა წარმოშობილიყვნენ, რომლებიც შემდგომში ვარსკვლავთშორისი სივრციდან გადმოისროლეს.
„ფიზიკის თანახმად, ასეთი პატარა ობიექტების შექმნაც კი შეუძლებელია, მაგრამ გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ფიზიკის წესების დამსხვრევა და ვფიქრობთ, რომ ეს ასეა“, — აცხადებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მრჩეველი.
შესაძლოა, JWST-ის მიერ აღმოჩენილ ობიექტებს ჩვენთვის ნაცნობ პლანეტებთან ბევრი მახასიათებელი ჰქონდეს საერთო — მაგალითად, ცხელი ატმოსფერო ორთქლითა და მეთანით, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ტექნიკურად ისინი პლანეტებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პლანეტად და რა არა, ჯერ მეცნიერებს ეს არ განუმარტავთ. ამგვარად, კონკრეტული აღმოჩენა მკვლევრებისთვის ჯერ მხოლოდ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხის გაცემას დრო დასჭირდება…