in

JWST ჩვენი გალაქტიკის ფოტოს გვიზიარებს

ბოლო დროს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი შორეულ გალაქტიკებს რომ იკვლევდა, ამაზე უკვე მოგიყევით, ახლა კი ლინზები ჩვენკენ მომართა — ირმის ნახტომში ვარსკვლავების ფორმირებას უპრეცედენტო დეტალებით გვაჩვენებს. 

M2
M2

ამ რეგიონში არასდროს გვქონია ინფრაწითელი მონაცემები იმ დონის რეზოლუციითა და ხარისხით, რომელსაც ვები გვთავაზობს, ასე რომ, აქ ბევრ მახასიათებელს პირველად ვხედავთ. ტელესკოპი საშუალებას გვაძლევს, ვარსკვლავების ფორმირება შევისწავლოთ გარემოში იმ გზით, რომელიც აქამდე შეუძლებელი იყო, — აცხადებს სამუელ ქროუ, ასტრონომი.

ამ გალაქტიკურ სივრცეს Sagittarius C (Sgr C) ეწოდება, რეგიონი, რომელიც ვარსკვლავების ინტენსიურად ფორმირებით ხასიათდება და დედამიწიდან 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს კი კოსმოსური მანძილისთვის საკმაოდ ახლოა… ახლა კი გეტყვით, რას ხედავთ ჯეიმს ვების NIRCam-ის ინფრაწითელი კამერის გადაღებულ ფოტოში:

  • ნახევარი მილიონი ვარსკვლავი — NASA: დაახლოებით 500 000 ვარსკვლავი ანათებს Sagittarius C რეგიონის სურათზე, ზოგიერთის შემთხვევაში კი კონკრეტული მახასიათებლები დადგენილი არ არის.
  • პროტოვარსკვლავების კლასტერი — ფოტოზე ასახულ ვარდისფერ მყარ ფორმებზეა საუბარი, მათ შორის კი ჩვენთვის ცნობილი მასიური პროტოვარსკვლავიცაა, რომელიც მზის მასას 30-ჯერ აღემატება.
  • ქაოსური აირების რეგიონი — გაფართოებადი რეგიონი, რომელიც ფირუზისფერ წყალბადის აირების ტიპს ასახავს…

მწვანე პარასკევი „აგროსფეროში“ – კომპანია მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებასა და დაუჯერებელ ფასებს ჰპირდება

როგორ ცოცხლდება მოგონებები ფოტოებით? — Kodak Moments-ის კამპანია