in

ჯეიმს ვების ტელესკოპი ნეპტუნის საუკეთესო ფოტოს აქვეყნებს

JWST-მ ამჯერად კოსმოსის ყველაზე შორეული პლანეტის სურათი გამოგვიგზავნა. დიახ, ეს ნეპტუნია, თანაც, ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყინულოვანი სამყაროს რგოლების საუკეთესო ხედს გვთავაზობს. სურათი არა მხოლოდ მკაფიოა, არამედ პირველად გვაჩვენებს მტვრის რგოლებს ახლო ინფრაწითელ სპექტრში. თუმცა ამ ტალღების სიგრძეზე პლანეტა წითელი აღარ არის, ის იმდენ ინფრაწითელ და ხილულ წითელ შუქს შთანთქავს, რომ უფრო ბნელი, მოჩვენებითი ვიზუალით წარმოჩინდება. 

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ სურათი ნეპტუნის 14 დადასტურებული მთვარიდან 7-ს გვაჩვენებს, მათ შორისაა Galatea, Naiad, Thalassa, Despina, Proteus და Larissa. პლანეტაზე წარმოდგენილი ნათელი ადგილები და ხაზები მეთანისა და ყინულის ღრუბლებს წარმოადგენს. 

ნეპტუნი მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეა. იმის გამო, რომ მზისგან მნიშვნელოვანი მანძილითაა დაშორებული, შესაძლებელი ხდება ისეთ პირობებთან გამკლავება, რომლებიც უფრო ახლოს მყოფი პლანეტების შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი, მაგალითად, ძალიან დაბალი ტემპერატურა და ძალიან გრძელი ორბიტა. 

ტრიტონის უცნაური რეტროგრადული ორბიტა კი გვთავაზობს, რომ კოიპერის სარტყელი ობიექტი შეიძლება იყოს, რომელიც ნეპტუნის გრავიტაციულ მიზიდულობას დაემორჩილა.

ეს ჯეიმს ვების ტელესკოპის კვლევების მხოლოდ დასაწყისია, ამიტომ მკვლევრები კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასაც ელიან, ამ ეტაპისთვის კი მხოლოდ წინასწარ მონაცემებს აგროვებენ. გამოდის, ჯერ კიდევ ცოტა უნდა დავიცადოთ, რათა უფრო მეტი გავიგოთ ნეპტუნისა და, ზოგადად, კოსმოსის შესახებ.

როგორ ცდილობს ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვას? — Not On The High Street

შეუძლია თუ არა ინფლუენსერ მარკეტინგის განვითარება რეცესიის მიუხედავად?