in

ჯეიმს ვების ტელესკოპი კიდევ ერთი გალაქტიკის ფოტოს გვიგზავნის

NGC 7469 — ეს პირობითი სახელწოდებაა პეგასის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკისა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 220 მილიონი სინათლის წლის მოშორებით იმყოფება. საგულისხმოა, რომ ის მეცნიერებს საკმაოდ კარგად აქვთ შესწავლილი, მაგრამ ჯეიმს ვების ტელესკოპმა, დეტალიზებული ფოტოებით, ეს ობიექტი საოცარი კუთხით დაგვანახა.

M2
M2

დედამიწიდან NGC 7469-ის 90 000 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული სივრცე ჩანს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნათელი რეგიონი, გალაქტიკის ცენტრში. ამ განსაკუთრებულ სიკაშკაშეს ზემასიური შავი ხვრელი იწვევს, როდესაც გარემომცველ აირსა და მტვერს შთანთქავს.

მართალია, სტრუქტურა არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ უჩვეულო ის არის, რომ NGC 7469-ს ვარსკვლავთწარმომქმნელი რგოლი შავი ხვრელიდან სულ რაღაც 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპის მგრძნობიარე ინფრაწითელმა კამერამ მტვრის მიღმა აქტიური გალაქტიკური ბირთვის დეტალური ფოტო გადაიღო. ასევე, კამერამ გალაქტიკის ცენტრიდან გამომავალი იონიზებული ატომური აირის ემისიებიც დააფიქსირა.

ასეთი იყო 2022 წელი JTW Metro-სთვის

გახდი სუპერგმირი ევოლუშენთან ერთად — ევოლუშენის 2022-2023 წლის CSR კამპანია