in

ჯეიმს ვების ტელესკოპი ორიონის ნისლეულის გულში გვახედებს

ჩვენს ცაზე არსებულ ორიონის ნისლეულზე ბევრი რამ ვიცით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მას ჯერ კიდევ აქვს საიდუმლოებები, რომლებიც აქამდე ჩვენთვის არ გაუმხელია. იგი ორიონის თანავარსკვლავედის შუაგულშია მოქცეული. იმდენად დიდი, ახლო და კაშკაშაა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ღრუბლების უზარმაზარი კომპლექსია, რომელიც შობს და ზრდის ვარსკვლავებს.

M2
M2

იმის გამო, რომ ის ჩვენთან შედარებით ახლოსაა, ანუ 1344 სინათლის წლის მანძილზე, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტია დასაკვირვებლად, რათა ვარსკვლავების წარმოქმნის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. ახლა კი მას ჯეიმს ვების ყველაზე ძლიერი კოსმოსური ტელესკოპი აკვირდება. NIRCam-ის მიერ გადაღებული ახალი სურათები ყველაზე დეტალური და მკვეთრია მათ შორის, რაც ჩვენ აქამდე გვინახავს.

პროექტი 2017 წელს დავიწყეთ, დიახ, ამ მონაცემებს 5 წელი ველოდებოდით. ახლა კი დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გარდაქმნიან მასიური ვარსკვლავები იმ გაზისა და მტვრის ღრუბელს, რომელშიც იბადებიან. მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავები დიდი რაოდენობით ულტრაიისფერ გამოსხივებას პირდაპირ ღრუბელში ასხივებს, რომელიც მათ ჯერ კიდევ გარს აკრავს, რაც ღრუბლის ფიზიკურ ფორმასა და ქიმიურ შემადგენლობასაც ცვლის, — აცხადებს ელს პიტერსი, ასტროფიზიკოსი. 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი ძნელად შესამჩნევია, მტვერი და გაზი იმ სინათლეს ბლოკავს, რაც გვაჩვენებს, რა არის მის შიგნით. თუმცა ახლა ჯეიმს ვების ინფრაწითელი შუქის უფრო გრძელი ტალღის სიგრძე ამ გაზში შესვლას ახერხებს. ეს კი მეცნიერებს ახალი დეტალების გაგების საშუალებას აძლევს. 

ახალი სურათი ფოკუსირებულია სტრუქტურაზე, რომელსაც ეწოდება Orion Bar და გადის დიაგონალზე ზემოდან ქვემოთ (მარცხნიდან მარჯვნივ). ხოლო ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავების კლასტერიდან წამოსული შუქი, რომელსაც ტრაპეციის კლასტერს უწოდებენ, მარჯვენა კუთხეს ანათებს. ეს მკაცრი, იონიზირებული ულტრაიისფერი შუქი კი ნელ-ნელა ფიტავს ზოლს.

ამ პროცესს ასტრონავტები უკუკავშირს უწოდებენ — როდესაც ქარი ან ვარსკვლავური ობიექტის გამოსხივება უბიძგებს მასალას, ეს ამცირებს ან ხელს უშლის ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესს. ისინი მოლეკულურ ღრუბელში რთულ ფორმებსა და სტრუქტურებსაც ქმნიან, მათ შორის ძაფებსა და გამოქვაბულებს, რომლებიც ახალ სურათზეა აღბეჭდილი.

სხვა ობიექტები კი გლობულებს, ანუ პატარა ვარსკვლავების მქონე მკვრივ გროვებსა და ახალგაზრდა მზარდ ვარსკვლავს მატერიის დისკით გარშემო მოიცავს. ტრაპეციის ვარსკვლავების გამოსხივებით ეს დისკი ორთქლდება. ხოლო ამ ობიექტებიდან, რომელსაც პროპლიდს უწოდებენ, თითქმის 180 ორიონის ნისლეულში იპოვეს.

ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს კი, რომელსაც  სურათზე ხედავთ,  02 Orionis A ეწოდება და ის  ტრაპეციის კლასტერის გვერდით მრავალვარსკვლავიანი სისტემის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ცნობილია, როგორც 01 Orionis. საინტერესოა ისიც, რომ 02 Orionis A ასევე სამმაგი ვარსკვლავიანი სისტემაა. იგი მზეზე 100 000-ჯერ უფრო კაშკაშაცაა და  შეუიარაღებელი თვალით დედამიწის იმ ნაწილებიდან შეგიძლიათ დაინახოთ, სადაც ნაკლები სინათლის დაბინძურებაა. მისი შუქი კი მტვერს აფრქვევს, რაც ირგვლივ წითელ ნათებას ქმნის, თუ დააკვირდებით ამას სურათზეც მარტივად შეამჩნევთ. 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჩვენი მზის სისტემა ორიონის ნისლეულის მსგავს გარემოში დაიბადა. ასე რომ, მომავალმა კვლევებმა შეიძლება პასუხები გაგვცეს კითხვებზე, როგორ შეიქმნა ჩვენი მზე და ვარსკვლავური მტვერი, რომელიც დედამიწასა და სხვა პლანეტებს წარმოშობდა. 

Canva-მ ვიზუალური სამუშაოს შესაქმნელი კომპლექტი წარადინა

საქართველოს რაგბის კავშირმა Enefty-სთან ერთად 50 NFT ბარათი გამოუშვა