ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე რამდენიმე წარმოუდგენელი ფოტო გადაიღო თავისი „ხანმოკლე კარიერის განმავლობაში“, მაგრამ ახლად გამოქვეყნებული სურათი სრულიად განსაცვიფრებელია. კერძოდ, საუბარია ე. წ. „შემოქმედების სვეტებზე“ (Pillars of Creation).
ეს არის ვარსკვლავთშორისი მტვრის და გაზის წარმონაქმნი, რომელიც არწივის ნისლეულში მდებარეობს, ჩვენგან დაახლოებით 6500 სინათლის წლის მანძილზე. მისი ელეგანტური ფორმა და დრამატული ისტორია, როგორც ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონის, მას ფანტასტიკურ მასალად აქცევს ასტროფოტოგრაფიისთვის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ის ტელესკოპების საყვარელ თემას წარმოადგენს, როგორიცაა ჰაბლი, ჰერშელი და სპიცერი.
ახლა კი ჯეიმს ვებმა თავისი ძლიერი „თვალი“ სწორედ ამ სტრუქტურისკენ მიაპყრო და შედეგები, რა თქმა უნდა, გასაოცარია. მისი გაცილებით მაღალი გარჩევადობა მეტ დეტალს ავლენს, ხოლო მისი ახლო ინფრაწითელი კამერა (NIRCam) უფრო მეტ ვარსკვლავზე ფოკუსირდება. სვეტები ახალგაზრდა ვარსკვლავებს მოიცავს, რომლებიც მტვრისა და აირის კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება, საკუთარი გრავიტაციის ქვეშ. ამ პროცესში ენერგიული წყალბადის მოლეკულები წარმოიქმნება, რომლებიც აღიქმება, როგორც კაშკაშა წითელი ბზინვარება.
საინტერესოა, რომ კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც გამოსახულებას ხაზს უსვამენ, შორეულ ფონზე არ არიან — ისინი ყველა საკმაოდ ლოკალურია, რაც აჩვენებს, თუ რამდენად მრავალრიცხოვანია ეს ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონი.
ასტრონომები ამბობენ, რომ ვების ახალი ფოტო, დაგვეხმარება, მეტტ გავიგოთ რეგიონის და ვარსკვლავების ფორმირების მოდელების შესახებ.