in

მეცნიერები სამყაროს პირველ ნათებებს აკვირდებიან — კვლევა

ასტრონომები სამყაროს საიდუმლოებების ამოსახსნელად კვლავ მუშაობენ, ამჯერად კი აინტერესებთ, როდის განათდა იგი… ამას 4 დამოუკიდებელი ნაშრომი მიუძღვნეს და დეტალურად ჩაიხედეს ე. წ. რეიონიზაციის ეპოქაში — პერიოდი, როცა სქელი ნისლი, რომელიც სინათლეს ეფარებოდა, გაფერმკრთალდა და ვარსკვლავებსა თუ გალაქტიკებს საბოლოოდ გაბრწყინების საშუალება მისცა…

ამ ეპოქის შესახებ საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა აქაც ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა. აჩვენა, რომ ვარსკვლავების ფორმირება საკმაოდ გავრცელებული ფენომენი იყო და ამ დროს წარმოქმნილმა შუქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადრეული სამყაროს ღრუბლებისგან გაწმენდაში. 

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც პიერლიუიჯი რინალდი ხელმძღვანელობდა, რეიონიზაციის პირველ ეპოქას (EoR) ავლენს, სახელად წყალბადის ალფა — ვარსკვლავების ფორმირების ნიშანია, მასიური ახალბედა ვარსკვლავები ულტრაიისფერ გამოსხივებას აფრქვევს, რომლებიც ვარსკვლავურ მედიუმში ანათებს, საბოლოოდ კი წყალბადის გაზს კონკრეტულ ტალღის სიგრძეში ანთებს, რაც სწორედ წყალბადის ალფა ხაზია. 

მართალია, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამ გამოიწვია ეს ულტრაიისფერი ნათება EoR-ში — ვარსკვლავებმა, გალაქტიკებმა თუ კვაზარებმა, მაგრამ წყალბადის ალფას დადგენა საკმაოდ ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი დიდი ნაწილის უკან სწორედ ვარსკვლავების წარმოქმნა დგას… 

ძლიერი წყალბადის ალფა წარმოადგენს მთლიანი ვარსკვლავების წარმოქმნის სიმკვრივის დაახლოებით მეოთხედს, რაც მიგვანიშნებს, რომ მათ, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რეიონიზაციის პროცესში, — აცხადებენ მკვლევრები. 

დაიჩი კაშინოს შემდგომი კვლევა კი გვეუბნება, რომ რეიონიზაცია ერთი სრული პროცესი კი არა, ეტაპობრივი იყო — თითქოს, ბუშტებში მოხდა, ყველაზე კაშკაშა ულტრაიისფერი გამოსხივების, ანუ გალაქტიკების გარშემო. JWST-ს მონაცემებიც სწორედ ამის გასაანალიზებლად გამოიყენეს; აჩვენეს, რომ გალაქტიკებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა EoR-ში. მეტიც, ჯეიმს ვების ტელესკოპით გაზომეს, რამდენად დიდი იყო და დაინახეს გალაქტიკები მათ გარშემო აირების რეიონიზაციის პროცესში:

ხოლო ასტროფიზიკოს ჯორიტ მათიის ნაშრომზე დაყრდნობით, ბუშტები 4 მილიონი სინათლის წლის დიამეტრის იყო იმ დროს, როდესაც მკვლევრების ყურადღების ცენტრში მოექცა… გალაქტიკები ძალიან ცხელი, ძალიან აქტიური, დაბალი მეტალებისა და მტვრის შემცველობის იყო. 

რაც შეეხება მეოთხე ნაშრომს, ამას უკვე ანნა-ქრისტინა ეილერსი ხელმძღვანელობდა და ფოკუსირებული იყო არა რეიონიზაციის პროცესზე, არამედ კვაზარის გალაქტიკაზე — ის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ობიექტს წარმოადგენს სამყაროში, გალაქტიკებს აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელით, რომელიც იმდენ მასალას აგროვებს, რომ დროსა და სივრცეში ანათებს. კვლევის თანახმად, ეს შავი ხვრელი დაახლოებით 10-მილიარდჯერ აღემატება მზის მასას… ხოლო, როგორ გაიზარდა ამხელა 1 მილიარდ წელიწადში, სამომავლო კვლევის საგანია.

ეს ხსნის ადრეული გალაქტიკების შესწავლის შესაძლებლობას იმ გზით, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო. საუკეთესო ისაა, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ტიპის კვლევის JWST/MIRI-სთან ერთად ჩატარება, — აცხადებს რინალდი. 

„იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია“, – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი

iPhone-ისა და Google Pixel-ის დიალოგით შექმნილი სახალისო კამპანია