in

JWST-მ უძველესი გალაქტიკების ყველაზე დიდი სურათი გამოაქვეყნა

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) ეს გალაქტიკებით სავსე სურათი იმიტომ გამოაქვეყნა, რომ იგი კოსმოსური ტელესკოპის შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. თუმცა ეს მხოლოდ საცდელი ვარიანტი იყო. JWST კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც Cosmic Evolution Early Release Science Survey (CEERS)-ის ნაწილი.

M2
M2

CEERS ფოკუსირდება გალაქტიკებზე, რომლებიც ხილულია ცის 100 კვადრატული რკალის წუთში, ეს კი სავსე მთვარის მეშვიდედს უდრის, მაგრამ ამ სურათზე რვაჯერ უფრო დიდია. არჩეული ტერიტორია CANDELS-ის კვლევისთვის ჰაბლის ტელესკოპმა უკვე სიღრმისეულად შეისწავლა. ხოლო იმის გამო, რომ ორი კოსმოსური ტელესკოპი განსხვავებული ტალღის სიგრძით მუშაობს, მათი მონაცემები ერთმანეთს ავსებს. 

ახლა კი CEERS მიზნად ისახავს, ჯეიმს ვების ტელესკოპი უძველესი სამყაროს გამოსაკვლევად გამოიყენოს. მან პირველი გალაქტიკების გამოჩენა უნდა შეისწავლოს, სპექტროსკოპიული ნიმუშები შექმნას და გალაქტიკების სიმრავლე გაზომოს. CEERS ახალი გალაქტიკების ევოლუციასაც კი დააკვირდება.

ზემოთ მოცემული სურათი დაბალი რეზოლუციის ვერსიას გთავაზობთ, თუმცა ზოგიერთი საოცარი გალაქტიკა მაინც მიახლოებულია. იგი CEERS-ის მთავარ მიზანთან ძალიან ახლოსაა, თუმცა JWST-ის ძალასაც აჩვენებს. სურათზე ასახულია:

  1. სპირალური გალაქტიკა (0.16), მასში ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებიც კი ჩანს. 
  2. კაშკაშა გალაქტიკა (1.05) პატარა გალაქტიკებით, რომლებიც რკალს წარმოქმნის
  3. გალაქტიკათა ურთიერთქმედების სისტემა (1.4), რომელსაც CEERS-ის გუნდმა კოსმოსური კრაკენი უწოდა
  4. ორი ინტერაქციული სპირალური გალაქტიკა (z=0.7), სურათზე მოცემული ისარი ჯეიმს ვებით აღმოჩენილ სუპერნოვაზე მიუთითებს
  5. კიდევ ერთი სპირალური გალაქტიკა (z=0.7)
  6. z=0.63 გალაქტიკა მოქცევის კუდით და წითელი გალაქტიკების დაჯგუფება z=1.85-ზე

გამოდის, JWST-ს ასტრონომიული დაკვირვებების ქაღალდებად გადაქცევის ჩვეულებრივ ნელ პროცესზე დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს…

შექმნეს რობოტი, რომელიც შავ ხვრელებს წინააღმდეგობის გარეშე მიუახლოვდება

ფუნქციები, რომლებიც ვებგვერდის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ