in

ვების ტელესკოპის „თვალით დანახული“ სატურნი

ამჯერად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სატურნის ფოტოებით გვანებივრებს, რომლებიც ჯერ დამუშავებული არაა და საბოლოო სახეც არ აქვს მიღებული, თუმცა უკვე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ახლო-ინფრაწითელი სპექტროგრაფის (NIRSpec) მეშვეობით ჩატარებული კვლევები საშუალებას გვაძლევს, წინასწარ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება სურათი დამუშავების შემდეგ.

M2
M2

ოფიციალურ ვებგვერდზე ბევრი ფოტო აიტვირთა — მათგან მრავალი უბრალო მანათობელი ლაქის სახით წარმოგვიდგება, ზოგიერთი კი ყოველმხრივ გამორჩეულია. მაგალითად, ერთ ფოტოზე ციური სხეული მთლიანად შავია, რაც სავარაუდოდ ფილტრების გამოყენებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი და მისი რგოლები ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში ანათებს, ტალღის სიგრძის დიაპაზონი განსხვავებულია. ორი ფილტრის გამო კი განათებული რგოლები თითქმის დამოუკიდებელ წარმონაქმნებად აღიქმება კოსმოსური წყვდიადის ფონზე.

რაც შეეხება თეთრ წერტილებს, ისინი დამუშავების შემდეგ გაქრება.

ამას მოსდევს მოკლე ტალღის სიგრძის ფილტრით გადაღებული ფოტოები, რომლებშიც სატურნის ღრუბლების ზოლებიც კარგად ჩანს და რგოლებიც კაშკაშებს.

AI მაშველი საცურაო დარბაზებში — რას გულისხმობს ახალი ტექნოლოგია?

„იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია“, – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი