ჯეიმს ვების ტელესკოპმა სულ ახლახან დააფიქსირა ყველაზე შორეული შავი ხვრელების შერწყმა მათ შორის, რომლებიც აქამდე აღმოუჩენიათ. ორ სუპერმასიურ შავი ხვრელს თანმხლებ გალაქტიკებთან ერთად მიაგნო, რომლებიც კოლოსალურმა კოსმოსურმა აფეთქებამ დიდი აფეთქებიდან 740 მილიონი წლის შემდეგ გააერთიანა. ეს ამბავი კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ, შესაძლოა, მეცნიერებს უთხრას, საიდან გაჩნდა სუპერმასიური შავი ხვრელები, როგორ გაიზარდა ამხელა სამყაროს ასე ადრეულ პერიოდში.
„ჩვენი მიგნებები გვთავაზობს, რომ შერწყმა მნიშვნელოვანი გზაა, რომლითაც შავ ხვრელებს შეუძლიათ გაზრდა, თუნდაც კოსმოსის ადრეულ ეტაპზე. შორეულ გალაქტიკაში სხვა აქტიურ მასიურ შავი ხვრელებზე მიღებულ ვების მონაცემებთან ერთად, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ევოლუციას ადრეული პერიოდიდანვე განაგებდა“, — აცხადებს ჰანა იუბლერი, ასტრონომი.
შავი ხვრელები საიდუმლოებებითაა სავსე და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მისი წარმომავლობა გახლავთ. პატარებს თუ სუპერნოვასა და მასიური ვარსკვლავების აფეთქებით ხსნიან, შედარებით დიდებს ბირთვების შეჯახებასა თუ შერწყმას მიაწერენ. ხოლო სუპერმასიური შავი ხვრელები თეორიულად კი შეიძლება გაიზარდოს დიდი შავი ხვრელების შერწყმის შედეგად, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამ პროცესს, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დრო უნდა დასჭირდეს. პრობლემა კი ის არის, რომ ძალიან დიდ შავ ხვრელებს სამყაროს დასაწყისში ვხედავთ, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამხელა გაზრდილიყო.
შესაძლო განმარტებად მეცნიერები საწყის „თესლს“ გვთავაზობენ, საიდანაც შავი ხვრელი წარმოიქმნა, მაგრამ ამ შემთხვევებშიც კი შეჯახებები და შერწყმა დიდ როლს ითამაშებდა შავი ხვრელების გაზრდაში…
რაც შეეხება უშუალოდ JWST-ის აღმოჩენას, მან წყვილი გალაქტიკა ამოირჩია, რომელთა სისტემაც ახლა ჩვენთვის ZS7-ის სახელით ხდება ცნობილი. თითოეულის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელია და აქტიურად იზრდება — „ვების უპრეცედენტო სურათების სიმკვეთრის წყალობით საშუალება მოგვეცა, ეს ორი შავი ხვრელი განგვეცალკევებინა“.
შედეგად, დაადგინეს, რომ ერთ-ერთი შავი ხვრელი დაახლოებით 50 მილიონი მზის მასისხელაა, ხოლო მეორე მკვრივი გაზისა და მტვრის საფარის გამო ნაკლებად ექვემდებარებოდა გაზომვას. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ შავი ხვრელების მასა თანაბარი უნდა იყოს.
მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი შერწყმადი სისტემები სამყაროს მოგვიანებით პერიოდშიც აღმოაჩინეს, თუმცა ასე ადრეულ ეტაპზე მათი აღმოჩენა აჩვენებს, რომ მოდელი მოიცავს როგორც ამ შერწყმის პროცესებს, ისე თესლს უფრო დიდი შავი ხვრელების შესაქმნელად. ამგვარი დიდი შერწყმა კი გრავიტაციული ტალღების მუდმივ ხმებს გვთავაზობს.
„მთლიანობაში ჩვენი შედეგები მხარს უჭერს ადრეულ სამყაროში შავი ხვრელის გარდაუვალი შერწყმის სცენარს, რითაც გვთავაზობს დამატებით ახსნას შავი ხველების ადრეული ზრდისთვის. სხვა აღმოჩენებთან ერთად, ეს გვეუბნება, რომ მასიური შავი ხვრელების შერწყმა შორეულ სამყაროში საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა“, — აცხადებენ მეცნიერები.