in

JWST 4 ყველაზე შორეული გალაქტიკის დეტალებს გვიზიარებს

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 4 ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი დიდი აფეთქებიდან 320 მილიონ წელში ჩამოყალიბდა. დიახ, მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა არსებული ასაკის მხოლოდ 2% იყო. ვების ტელესკოპს NIRCam ინსტრუმენტის ინფრაწითელი შუქის ამოცნობის უპრეცედენტო უნარი საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს ახალი გალაქტიკები, რამაც ადრეული სამყაროს შესახებ ასტრონომების ცოდნა შეიძლება სრულიად შეცვალოს. 

M2
M2

გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 300-500 მილიონი წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეიონიზაციის ეპოქიდანარიან — პერიოდი, როცა პირველი ვარსკვლავები ჩამოყალიბდა. 

როგორც ამბობენ, ოთხივე გალაქტიკას ძალიან მცირე მასა აქვს… ასობით მილიონი მზის მასისგან შედგება მაშინ, როცა ირმის ნახტომისთვის ეს მაჩვენებელი 1.5 ტრილიონს უდრის. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ეს გალაქტიკები საკმაოდ აქტიურები არიან ვარსკვლავების ფორმირებაში, თითქმის იმავე სიჩქარით აყალიბებენ მას, როგორც ჩვენი გალაქტიკა…

ამას გარდა, ოთხივე ობიექტი საკმაოდ ცოტა ლითონს შეიცავს, ეს კი უკვე კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელს შეესაბამება, რომლის თანახმადაც, რაც უფრო ახლოა გალაქტიკა დიდ აფეთქებასთან, მით უფრო ნაკლები დრო რჩება ლითონების ფორმირებისთვის.  ზემოთ მოცემულ პირველ გასაოცარ ფაქტს ისიც ემატება, რომ ეს გალაქტიკები იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ… ეს კი, მეცნიერებს სტანდარტული მოდელის განახლების საჭიროებაზე მიუთითებს.

სამყაროს მხოლოდ 300 მილიონი წლის გამოუკვლეველი ისტორია აქვს ამ გალაქტიკებსა და დიდ აფეთქებას შორის, — აცხადებს პიტერ ვან დოკუმი, ასტრონომი.

გარდა იმისა, რომ ვების ტელესკოპმა ასტრონომებს აქამდე აღმოჩენილთაგან ყველაზე შორეული გალაქტიკის შესწავლის საშუალება მისცა, მან JADES-GS-z10-0-ს არსებობაც დაადასტურა — დიდი აფეთქებიდან 450 მილიონი წლით თარიღდება და გალაქტიკა JWST-მდე, ჰაბლის ტელესკოპმა აღმოაჩინა.

პირველი ჟურნალ-გაზეთები საქართველოში, მათი ისტორია და მნიშვნელობა

Adidas-მა FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი უნიფორმები წარადგინა