in

ჯეიმს ვების ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკების დეტალური სურათები გადაიღო

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 19 სპირალური გალაქტიკის ფოტოები გადაიღო, რომლებზეც სტრუქტურა დეტალურად ჩანს. აქ გალაქტიკური შვერილები ინფრაწითელი შუქითაა განათებული, ისევე როგორც მკვრივი ბირთვები, სადაც სუპერმასიური შავი ხვრელებია განლაგებული.

M2
M2

JWST-მ ეს შესანიშნავი კადრები PHANGS-ის სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში დააფიქსირა. ამ უკანასკნელის მიზანი კი იმის გარკვევაა, თუ როგორ ზემოქმედებს ვარსკვლავებისა და აირის ფორმურება გალაქტიკების სტრუქტურაზე თუ ევოლუციაზე. ზოგადად, ჯეიმს ვების ოთხი ძირითადი მეცნიერული მიზნიდან ერთ-ერთი იმის შესწავლაა, თუ როგორ წარმოიქმნება და ვითარდება გალაქტიკები; PHANGS კი ამ ძალისხმევას მეტად აძლიერებს.

„ვების ახალი სურათები არაჩვეულებრივია. ისინი გამაოგნებელია იმ მეცნიერებისთვისაც კი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ ამავე გალაქტიკებს“, — აღნიშნავს აცხადებს კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის წევრი, ჯენის ლი.

აღსანიშნავია, რომ ვების ტელესკოპი ახლო ინფრაწითელ (NIR) და შუაინფრაწითელ (MIR) სპექტრს კარგად აღიქვამს. შესაბამისად, უფრო მეტ და განსხვავებულ დეტალს ავლენს, ვიდრე თუნდაც მძლავრი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი. ეს უკანასკნელი ხილულ შუქზე მუშაობს, ულტრაიისფერი შუქისა და ინფრაწითელი სინათლის მცირე ნაწილზე. ამიტომაცაა, რომ ამ ორი ტელესკოპის მიერ დაფიქსირებულ ერთი და იმავე ობიექტების გამოსახულებები განსხვავებულია.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, ეს გალაქტიკები ირმის ნახტომის მსგავსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს ზემოხსენებული შვერილები აქვს. „ეს სტრუქტურები გალაქტიკების გარკვეულ ნაწილებში ერთსა და იმავე ნიმუშს მიჰყვება. ვფიქრობთ, შვერილებიდან გამოსული ტალღები ბევრს გვეუბნება გალაქტიკაში არსებული აირისა თუ მტვრის გადანაწილებაზე“.

ცხადია, გალაქტიკებში მიმდინარე პროცესების შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, თუმცა უახლესი სურათების ანალიზს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.

TikTok-ზე ტეილორ სვიფტისა და სხვა ცნობილი არტისტების სიმღერებს ვეღარ გამოიყენებთ

რა სჭირდება წარმატებულ სტარტაპს? — 3 რჩევა