in

ვარსკვლავი აფეთქების პირას — ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი ფოტო გადაიღო

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოში სიცოცხლის დასასრულს მიახლოებული ვარსკვლავს ვხედავთ.

M2
M2

მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, ჩვენგან დაახლოებით 15 000 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავი WR 124 ცნობილია, როგორც ვოლფ-რაიე. ეს უკანასკნელი იშვიათად გვხვდება ირმის ნახტომის გალაქტიკაში, რადგან მხოლოდ გარკვეული ტიპის ვარსკვლავები გარდაიქმნება ამ ტიპად. თანაც, მათი არსებობის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა — შესაბამისად, აღნიშნული გამოსახულების მოპოვება ასტრონომებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იშვიათი მოვლენა შეისწავლონ.

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ევოლუციური, მასიური, ძალიან ცხელი და კაშკაშაა — უბრალოდ, თითოეული მათგანი მასას ძალიან სწრაფად კარგავს. მასის სწრაფი დაკარგვა კი ვარსკვლავური ქარის 2000 კმ/წმ-მდე აჩქარებას და სიკაშკაშის დონის მატებას იწვევს. ამიტომაცაა მისი გამოსახულება ასეთი თვალწარმტაცი.

WR 124-მა უკვე დაკარგა საკმაოდ დიდი მასა; ის გარშემორტყმულია საკუთარი ამონაფრქვევის ღრუბლით, ქსელებითა და კვანძებით. წინა დაკვირვებით, რომელიც ჰაბლის ტელესკოპის მეშვეობით განახორციელეს, ვიცოდით, რომ ვარსკვლავი ნამდვილად უჩვეულო ღრუბლით იყო გარშემორტყმული — ვების ტელესკოპმა კი უფრო დეტალური აღქმის საშუალება მოგვცა, ნამდვილი ფერებითა და შემადგენელი ნაწილებით.

მაღალი რეზოლუციის ფოტოს ჩამოტვირთვა NASA-ს ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

#RaiseYourArches – როგორ შეიქმნა „მაკდონალდს საქართველოს“ აქტივობები გლობალური კამპანიისთვის

პირველი რობოტი ავტოინდუსტრიაში, ტექნოლოგიის უპირატესობა და დღევანდელი მდგომარეობა