in

JWST-მ წყლის ორთქლი დააფიქსირა დისკზე, რომელიც პლანეტებს აყალიბებს

ის, რაზეც ახლა მოგიყვებით, შესაძლოა, მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმაროს, როგორ ჩამოყალიბდა დედამიწა ან საიდან მივიღეთ მასზე არსებული წყალი. ასევე, საინტერესო მინიშნებასაც გვთავაზობს სხვა პოტენციურად დასახლებადი სამყაროების ჩამოყალიბების შესახებ — ირმის ნახტომის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პატარა პლანეტაზე წყლის ორთქლი დააფიქსირეს, კერძოდ, მტვრისა და გაზის დისკზე, რომელიც კვლავ ვარსკვლავ PDS 70-ზეა. JWST-მ წყლის მოლეკულის ხელწერა იმ რეგიონში აღმოაჩინა, რომლებისგანაც დედამიწის მსგავსი სამყაროების ჩამოყალიბებას ელიან. 

M2
M2

ჩვენ წყალი სხვა დისკებზეც გვინახავს, მაგრამ არა ასე ახლოს და სისტემაში, სადაც პლანეტები იკრიბებიან, ჩვენ არ შეგვეძლო ამ ტიპის გაზომვების გაკეთება ვების გამოჩენამდე, — აცხადებს ჯულია პეროტი, ასტრონომი.

წყალი რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, ეს კარგად ვიცით, მაგრამ ზუსტად მაინც არ არის ცნობილი, როგორ მოხდა იგი დედამიწაზე. ერთი პოპულარული თეორიის თანახმად, იგი წყლის მქონე ასტეროიდმა მოიტანა, მაგრამ ბოლოდროინდელი მიგნებები ამბობს, რომ ეს არ არის სრულყოფილი ვერსია. 

მეტეორიტებისა და მთვარის კვლევები აჩვენებს, რომ წყალი მზის სისტემაში დედამიწის დაბადებიდანვე იყო და ჩვენი მშობლიური პლანეტის ფორმირების პროცესშიც იღებდა მონაწილეობას…

PDS 70 ვარსკვლავია და პატარა პლანეტარული სისტემა, დედამიწიდან 370 სინათლის წლის მანძილზე, მასალის დისკით გარშემორტყმული, რომელშიც ეგზოპლანეტები ფორმირდება. რადგანაც სისტემა ასე საინტერესოა, მკვლევრებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მისი ახლო ხედის სანახავად გამოიყენეს, რათა გაეგოთ, რამდენად შეძლებდა იგი დისკის მოლეკულური შემადგენლობის დადგენას. 

ფიქრობდნენ, რომ დისკის შიდა ნაწილი, ანუ სადაც კლდოვანი პლანეტები ყალიბდება, შედარებით მშრალი უნდა ყოფილიყო ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივებისა თუ ვარსკვლავური ქარების გამო, მაგრამ JWST-ის მიერ შემოთავაზებული მონაცემები იდეალურად ესადაგებოდა წყლის ორთქლს. მართალია, გაურკვეველია, საიდან მოდის ეს წყალი, მაგრამ მეცნიერებს ორი ვარიანტი აქვთ: ეს თავად ვარსკვლავში უნდა მომხდარიყო ან დისკის გარეთ არსებული რეგიონებიდან. 

დიდი ალბათობით, სიმართლე ამ ვარიანტების კომბინაციებში იმალება. თუმცა ჯერ კიდევ სავარაუდოა, რომ ერთი მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს PDS 70-ის დისკის წყლის რეზერვუარის შენარჩუნებაში. სამომავლო ამოცანა კი სწორედ ამ მექანიზმის დადგენაა, — განმარტავენ მკვლევრები. 

ალფი ტელეეკრანებს უბრუნდება!

HIGHLANDER SVANETI x GEORGIA 2023 ჩატარდა — სვანეთს 165 ჰაილენდერი ესტუმრა