წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, JWT Metro-ს განვლილ თვეებს შევაჯამებთ. სააგენტოს კრეატივ დირექტორი, ეკა ყიფიანი გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.
2022 წლიდან ბევრი მოგონება დაგვრჩა. მათ შორის არის ჩვენ საყვარელ ფესტივალ Ad Black Sea-ზე ძალიან წარმატებული წელი, საქართველოს ბანკის მიერ წლის კლიენტის მოგება, უზომოდ საამაყო ACAG-ის წლის სააგენტოს ტიტული, ის რომ ნუცამ და ბუსკიმ მულტინაციონალური ევრობესტიდან მედალი წამოიღეს, ისიც გიომ და ნუცამ ახალგაზრდა ლომების კონკურსზე ვერცხლი დაისაკუთრეს, განსაკუთრებით ტკბილად გვახსოვს ჩვენი ორი ერთმანეთზე განსაკუთრებული გუნდის წევრის ლადოს და მარის ქორწილი. სენტიმენტებიც იყო როცა რამოდენიმე მნიშნველოვანმა და საყვარელი გუნდის წევრმა წასლვა და ახალი მწვერვალების დაპყრობა გადაწყვიტა. სიხარულიც იყო როდესაც ახალი ტალანტები შემოგვიერთდნენ და ექსპატებიც დაგვიბრუნდნენ.
საწუწუნო არაფერია. პირველ საერთაშორისო ტენდერში გავიმარჯვეთ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბაზარზეც შევაბიჯეთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა თავად გუნდშიც, სტრუქტურაშიც და პროცესებშიც. მოკლედ ბიზნეს საკითხებში ყველაფერი კარგადაა.
წელს, თვალსაჩინო გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ჯანსაღი ბალანსი ცხოვრებასა და მუშაობას შორის. რაც უფრო ხარისხიანია ნამუშევარი – მით უფრო მეტ დროს და ენერგიას ითხოვს. რაც უფრო მეტ დროს და ენერგიას გასცემ – მეტად გჭირდება შესვენება და შევსება. აი ეს განტოლებაა რისი ამოხსნაც ძალიან გვინდა.
2023 წლისთვის 3 მთავარი მიზანია: (1) შინაგან პასუხისმგელობას და გაძლიერებულ წყურვილს გვრძნობთ მეტი დრო გავიღოთ სოციალური და საზოგადო პროექტებისთვის. მეტი ვაკეთოთ გარემოსთვის და ხალხისთვის.
(2) გვინდა მეტრო გახდეს ბედნიერი ადგილი – სადაც მისვლა გიხარია. ხარისხი კარგია, მაგრამ ხალისი აუცილებელია.
(3) და რა თქმა უნდა, გვინდა ყოველ წელს უფრო მეტად ვაკეთოთ ის, რაც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. გვინდა გვეშინოდეს იმის, რასაც მოვიფიქრებთ და ერთი სული გვქონდეს, ვნახოთ ერთი რა გამოგვივა.