in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო JWT Metro-სთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო JWT Metro-ს 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

განვლილს 2023 წელს ბევრი ვეცადეთ. ზოგი ცდა გამოვიდა, ზოგიც კიდევ უნდა ვცადოთ. უცხოური ბაზრის კლიენტთან გადავიკვეთეთრაც კიდევ უფრო მთავარია, ადგილობრივ პარტნიორებთან ახალი ეტაპები დავიწყეთ. 8 ადამიანი შემოგვემატა, 7 წავიდა – მათ შორის, ლადო – პირდაპირ Ad Black Sea-ს სცენიდან. გავარკვიეთ, სად გვჭირდება გაძლიერება (მგონიდა იმასაც მივხვდით რა აღარ უნდა ვაკეთოთ (იმედია). ერთმანეთს შევპირდით, რომ სულ უფრო ხშირად გადავალთ გაუკვალავში და გავცდებით იმას, რაც უკვე კარგად ვიცით.

გავიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტები 2023 წლიდან

თითოეულ კამპანიას, რომელზეც 2023 წელს ვიმუშავეთ, ჩვენს მეხსიერებაში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა ამ შემთხვევაში, მოდი, გავიხსენოთ ძირითადად ისეთი მომენტები, როდესაც საქმე ეხებოდა მთელ ჩვენს ქვეყანას ან/და როდესაც გავცდით მის ფარგლებს.

  1. როდესაცსაქართველოს ბანკთან“ ერთად, ათასობით ხუთჯვრიან დროშას მოვუყარეთ თავიროდესაც 26 მაისი კიდევ ერთხელ ღირსეულად აღვნიშნეთ ყველგან, სადაც ჩვენი დროშა ფრიალებსდა როდესაც რეკორდულ დროში შევქმენით ვიდეორგოლი, რომლის შესრულების ხარისხიც Ad Black Sea- ფესტივალზე ფილმ კრაფტის ნომინაცში ოქროთი შეფასდა.
  2. როდესაცვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჩავსხედით სედანებში, დელიკებში, ტრაილერებში, ურმებშიროდესაც დავიმგზავრეთ კამერები, შემოვიარეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეკუნჭული და 14 დეკემბერს ჩვენს თანამემამულეებს ქართულ, მაშასადამე, ევროპულ გზებზე კეთილი მგზავრობა ვუსურვეთ.
  3. როდესაც შევივსეთ სასმისები და ქართული ღვინის ენაზე წარმოვთქვით სამყაროს მარადიულობის სადღეგრძელო, რომლითაც მთელი CNN 8000-წლიან მოგზაურობაში გავიყოლეთ.
  4. როდესაც მოვიმარჯვეთ SpoiledChild-ის სრულად ამერიკული პროდუქტები, საქმეში ჩავრთეთ სრულად ქართული კრეატივი თუ წარმოება და შევქმენით სარეკლამო რგოლების სერია, რომელმაც დღის სინათლე აშშ-ი ტელევიზიებში იხილა.
  5. როდესაცსეტანტა“ & „ნეტფლიქსის“ საერთო პროდუქტის, Fan Pack-ის, საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობისას ერთდროულად გამოვაღვიძეთ ჩვენში არსებული სპორტისა და კინემატოგრაფის ფანობა.
  6. შეიძლება არც მთელს ქვეყანაზეა და არც უცხოურია, მაგრამ ისე ვერ ვიზამთ, რომ არ აღვნიშნოთ, როდესაც ყველაფერი თეთრი ფურცლიდან დავიწყეთ, ახალი სახლის ძიებათეთრი კვადრატისთვის“ სარეკლამო გამოძიებად ვაქციეთ და ამ პროცესით უზომოდ ვისიამოვნეთ. 
  7. და ბოლოს… როდესაც ერთი ძალიან ცნობილი ჟირაფი ადამიანების სამყაროში გადმოვიყვანეთ, იმის მოსაყოლად, რომ თუ არ გაჩერდები – ყველაფერი გამოვა და რომ საუკეთესო ნამდვილად წინ არის. 

მიუხედავად იმისა, რომ მართლა პროდუქტიული და საინტერესო წელი იყო – 2023-მა მაინც კიდევ უფრო მეტისა და უკეთესის შექმნის სურვილი თუ საჭიროება გაგვიჩინა ამ ახალ წელიწადს.

2024 წარმატებული იქნება, თუ შევძლებთ მეტი საერთო შემართების, ინტერესებისა და ინდუსტრიის სიყვარულის მქონე ადამიანების პოვნას, აღმოჩენასა და მათთან ერთად ახალ საფეხურზე გადასვლას.

ახალი წელი წარმატებული იქნება, თუ შევძლებთ ისეთი იდეების შექმნას, რომლითაც ქვეყანაში კომუნიკაციის სფეროს პოპულარობას გავზრდით.

ახალი წელი წარმატებული იქნება თუ შევძლებთ მეტ საერთაშორისო კლიენტთან თანამშრომლობას და ადგილობრივი ბრენდების გაძლიერებას. ჰო და კიდევ, მსოფლიოსთვის იმის დამტკიცებას, რომ აქ ძალიან ბავრი რამის კეთება შეგვიძლია.

„თეგეტას“ შვილობილი კომპანია – Europcar Georgia უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას

რა გამოხატავს შენს საქართველოს?