19
Dec
2019

ბურთი, რომელიც სამსახურში მიგიყვანთ

19 Dec 2019

veon
veon


ელექტროტრანსპორტის ინდუსტრია სულ უფრო მარავალფეროვანი ხდება. სხვადასხვა დიზაინის ელექტროსკუტერები, ჰიპერსკუტერები, მოპედები და ა.შ. ურბანულ მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემას ჭრიან – მათი დახმარებით ადვილია საცობებს თავი აარიდოთ და ახლო დისტანციაზე, იმგზავროთ ეკომეგობრული ტრანსპორტით. თუმცა, ალბათ ჯერ არ გსმენიათ ბურთზე, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს. JYROBALL – ასე ჰქვია ამ პროდუქტს, ერთგვარ პრივატულ ტრანსპორტს, რომელსაც 20 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია, 500 ვატიანი ელექტრო ძრავა აქვს და პორტატულია. მის სრულად დასამუხტად 2.5 საათი დაგჭირდებათ, ამის შემდეგ კი ის 24 კილომეტრს გატარებთ.

JYROBALL-ის მართვის სწავლა საკმაოდ მარტივია, რადგან ის თვითბალანსირებადია. პროდუქტის მარაგი ამოწურულია და მისი ყიდვა 2020 წლის აპრილიდან, სავარაუდოდ, 400 დოლარის ფარგლებში შეგეძლებათ.

 

 

განხილვა