4 ოქტომბერს JYSK-ის – ავეჯისა და საოჯახო აქსესუარების ცნობილი სკანდინავიური მაღაზიათა ქსელის დაბადების დღეა. ის უკვე 8 წლის ხდება და ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს უმზადებს. თუ აქამდე სხვის დაბადების დღეზე საჩუქრებით დატვირთული მიდიოდით, JYSK-ში პირიქით, დაგხვდებათ ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების მთელი რიგი, რაც თქვენს შოპინგს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის, ბრენდისთვის კი ბედნიერი მომხმარებელი ყველაზე დიდი საჩუქარია.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გელოდებათ 30-დან 60%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – ავეჯზე -40%, მატრასებსა და თეთრეულზე -50%, ხოლო ყველაზე მოთხოვნად კოლექციებზე 60%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ. შესაბამისად, გექნებათ საშუალება, სასურველი პროდუქტები დიდი შეღავათით შეიძინოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრენდის ყველაზე დიდი ფილიალი 5-6 ოქტომბერს 00:00 საათამდე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ეს ფილიალი აღმაშენებლის ხეივანზე, 10 ნომერში მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული სიახლეებიც შთამბეჭდავად ჟღერს, ეს ყველაფერი არ არის და სიურპრიზები გრძელდება! როგორც იცით, JYSK-ს ჰყავს მეგობარი ბანკები, რომლებთან ერთადაც, სპეციალურად ამ დღისთვის, ქეშბექის აქციებს გიმზადებთ. იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ეს ინფორმაცია და გაიგოთ, რომელ ბანკებზე როგორი ქეშბექი დაგხვდებათ, ბრენდის ფეისბუკგვერდს ადევნეთ თვალი.
და ეს კიდევ არ არის ყველაფერი! JYSK-ს კიდევ ერთი კარგი ამბავი აქვს! რემონტის შემდეგ, 4 ოქტომბერს ბათუმში ბრუნდება გორგილაძის ფილიალი, რომელსაც განსხვავებული და განახლებული კონცეფცია ექნება.
რვა წელი გავიდა JYSK-ის პირველი მაღაზიიდან დღემდე. მას შემდეგ მან 8 ფილიალი გახსნა, რომელთაგან 5 თბილისში მდებარეობს, ორი ბათუმში, ხოლო ქუთაისში ერთი ფილიალი აქვს. ასევე, იგი გაძლევთ ონლაინშოპინგის შესაძლებლობას ვებგვერდზე: JYSK.ge.
JYSK – „სკანდინავიური ხარისხი თქვენი სახლისთვის“
[R]