in

„იუსკი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

„homeis შეკრების“ მეორე ღონისძიება ახლოვდება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. მისი დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრება” დააორგანიზა. შესაბამისად, 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

ღონისძიების ფორმატის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ისაუბრებენ სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გაიმართება პანელური დისკუსიები. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია „იუსკი“. დეტალებზე „იუსკის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ანა კეკელია გვესაუბრა.

M: როგორ მიგაჩნიათ, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ საქართველოში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის?

მოხარული ვართ, რომ „იუსკი“ „homeis შეკრების“ მონაწილე და პარტნიორია. განვითარება ყოველთვის იწყება იდეებისა და ცოდნის გაზიარებით, ამიტომ მსგავსი შეკრებები მხოლოდ დადებითი ცვლილების მომტანი შეიძლება გახდეს საერთო მიზნებისთვის.

მსგავსი ინტერესების ადამიანები ყოველთვის იპოვიან ინსპირაციას, რაც შეიძლება ბევრი კრეატიული პროექტისთვის. ყველაზე მთავარი კი, რასაც ეს ღონისძიება მოუტანს ინტერიერის სფეროში მომუშავე ადამიანებს, არის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, არქიტექტურისა და ინტერიერის სფეროს განვითარების პროცესში.

ესაა გამოცდილების გაზიარება, წარმატებული საქმეების განხილვა და შანსი ახალბედა დიზაინერებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ტენდენციებზე, სიახლეებზე და გაიცნონ ახალი ადამიანები.

M: რატომაა „იუსკისთვის“ მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?

„იუსკი“ უკვე წლებია, საქართველოში ყველა სახლის ღირებული მონაწილე გახდა. რთულია, არ გაითვალისწინო „იუსკის“ პროდუქტები ინტერიერის ცვლილების ან სახლის მოწყობის პროცესში. ამ ღონისძიების მთავარი თემა არის სახლი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, იუსკიც ამ ღირებულების მატარებელია. სკანდინავიური დიზაინი ინტერიერში ქმნის სიმშვიდეს, კომფორტს და აქცევს მას სახლად, სადაც ნამდვილი სიმყუდროვე სუფევს.

„იუსკი“ თანამედროვე ტენდენციების მიმდევარია და წლებთან ერთად ყოველი განახლებული კოლექცია გვთავაზობს უფრო მეტ დახვეწილობას, თუმცა ჩვენი  მიზანი ერთია – გიყვარდეს სახლში ყოფნა და შექმნა მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო ამისთვის, დატკბე სახლში ყოფნის ყოველი წუთით. „იუსკისთვის“ მნიშვნელოვანია ბრენდის კონცეპტი გააცნოს ინტერიერის სფეროში მომუშავე ადამიანებს, გაუზიაროს „იუსკის“ სკანდინავიური ფესვები და უნიკალურობა. გაიზიაროს და მიიღოს ინფორმაცია ბაზარზე არსებული ტრენდებისა და ცვლილებების შესახებ.

M: წლევანდელი მთავარი თემააანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და რას უმზადებთ სტუმრებს?

თემა საკმაოდ საინტერესო და ახლო კონცეპტია „იუსკისთვის“, რადგან თავის მხრივ, „იუსკი“ ინტერიერსა და ექსტერიერში თავის ანაბეჭდს, სკანდინავიურ სტილს ტოვებს.

ღონისძიებაზე ველოდებით მრავალი საინტერესო იდეის მიმოცვლას, ინფორმაციის მიღებასა და „იუსკის“, როგორც ბაზარზე მოწინავე ბრენდის, უფრო მეტად გაცნობას ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ სპეციალურად მოწყობილი შოურუმი და შესაძლებლობა გექნებათ, ექსკლუზიურად გაეცნობით ახალ კოლექციასა და სამომავლო გეგმებს.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19  სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render Group, JYSK,   ცელსიუსი,  კაპაროლი,   გაბილდი,   veli.store,   ss.ge,  ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები:MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსიIPSლაზიერი,  Next Building Technologies, Office Technologies,  TBC Concept, ალდაგი,  Archtrade, BUILDY.

„გაუგზავნე რეზიუმე პიცასთან ერთად“ — Pizza Hut-ის კამპანია უმუშევართა დასახმარებლად

Biletebi.ge სრულიად ახალი პლატფორმითა და ბრენდინგით გამოჩნდა