in

მარადიულობის იდეა ბოთლის ვიზუალურ იდენტობად იქცა

ადამიანის მუდმივი სწრაფვა, ხანგრძლივი გავლენა იქონიოს სამყაროზე და დროის შეზღუდვები გადალახოს, შემოქმედების ერთ-ერთი საწინდარია. ასე მივდივართ რაღაც დიდის შექმნაზე, რაც მარადისობისთვის იქნება განკუთვნილი. სწორედ მსგავსი იდეა დაედო საფუძვლად ვისკის ბრენდ Kaāl-ის ბოთლის ვიზუალურ იდენტობას. „რა არის უფრო ძვირფასი, ვიდრე დროის მიუწვდომელი, არამატერიალური ბუნება?“, — ეს კითხვა იქცა კონცეფციის ამოსავალ წერტილად.

BOG
BOG

ქვიშის საათის მსგავსი ფორმა დროის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. ერთმანეთში გადახლართული სამი სვეტი კი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ალეგორიული სახეა. თავსახურს კი ინდური მზის გრავიურა ამშვენებს, რაც ასევე დროის გასვლის სიმბოლოა.

Google-მა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ფუნქციები შეიმუშავა

საქართველოში პირველად ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება