in

ქაღალდის ნარჩენებისგან მიღებული პარაცეტამოლი და იბუპროფენი — ინოვაცია მედიცინაში

პარაცეტამოლს და იბუპროფენს დიდი კავშირი ნამდვილად არ აქვს ქაღალდის ან ფიჭვის ხეებთან. თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ფარმაცევტული ინდუსტრიის უფრო ეკოლოგიური მომავლის შესანარჩუნებლად, შეიძლება სწორედ აღნიშნულ მასალებს მიმართონ.

M2
M2

სამწუხაროდ, დღეისათვის ბევრი მედიკამენტი ნედლი ნავთობისგან მიღებული ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება. ეს კი წიაღისეული საწვავის მოხმარების თუ მასზე დამოკიდებულების შემცირებისგან მნიშვნელოვნად გვაყოვნებს. მაგალითად, 2019 წლის კვლევის თანახმად, ფარმაცევტული ბაზარი ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ემისიებს წარმოქმნიდა, ვიდრე საავტომობილო ინდუსტრია.

საკითხის სიმწვავის გაცნობიერების შედეგად, მეცნიერებმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს — ასე მივიდნენ იდეამდე, რომ ფიჭვის ხეებში არსებული ნაერთისგან ორი ტკივილგამაყუჩებელი შეექმნათ: პარაცეტამოლი და იბუპროფენი. ამავდროულად, ეს ნაერთი ქაღალდის ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქტია.

ჟურნალ ChemSusChem-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ეს ნაერთი, სახელწოდებით β-პინენი, სკიპიდარისგან მიიღება — სითხისგან, რომელიც წიწვოვანი მცენარეების ფისის გამოხდის შედეგად გამოიყოფა. საბოლოო სახით, მისი გამოყენება შეიძლება პარაცეტამოლში, იბუპროფენში, ასთმის პრეპარატებში და საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებში.

იმისათვის, რომ წარმოების პროცესმა კომერციული სახე მიიღოს, დიდი ბიუჯეტის გამოყოფა იქნება საჭირო და დამატებითი კვლევების ჩატარებაც დასჭირდებათ.

NESCAFÉ – არომატი, რომელიც ლაბორატორიაში 7-წლიანი დამუშავების შედეგად შეიქმნა

7 გზა ბრენდის ცნობადობის გასაზომად