in

მართლა „კაი“ გამოვიდა

გემრიელ ლუკმას, ხომ ბოლოსთვის იტოვებენ?! ხოდა, ამ წლის ბოლოს შესანიშნავი სიახლეც შემოვინახეთ! პირველი, ქართული ბოტანიკურ – გამაგრილებელი სასმელი „კაი“ გამოვიდა. რას ნიშნავს ბოტანიკური სასმელი და რა მიზნებით შემოდის ქართულ ბაზარზე, ამაზე „კაი“-ის ბრენდ მენეჯერი მელანია კოკოჩაშვილი საუბრობს:

მელანია, გვითხარი რა არის „კაი“?

„კაი“ პირველი ქართული ბოტანიკურ – გამაგრილებელი სასმელია, რომლის შემადგენლობაშიც 16 უნიკალური მცენარის კომბინაციაა, რასაც ემატება თაფლი, საფერავის ყურძნის წვენი და ა.შ.  მოკლედ, ამ პროდუქტში მთელი ბოტანიკური ბაღია, სიმწვანეა და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროდუქტი ბუნებრივად შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს და შესაბამისად,  „კაი“ ბუნებრივად შეიცავს სარგებელს ადამიანისთვის.

ჩვენ ყოფაში ყველაზე სწორი და შეუქცევადი პროცესი სწორედ ქიმიის ჩანაცვლებაა ჯანსაღი პროდუქტებით, ამ კუთხით ბაზარზე „კაი“ უალტერნატივოა გაზირებულ – გამაგრილებელ სასმელებში და დარწმუნებული ვარ, ის სულ მალე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იქნება ამ კატეგორიაში.

რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?

ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით – ეს არის კომპანია „ბოტანისტის“ მიზანიც და მისიაც, რომელშიც თავისთავად სოციალური და კეთილი განზრახვები დევს, რაც მომხმარებელთა ცუდი ჩვევების შეცვლას გულისხმობს. ერთ-ერთი ცუდი ჩვევა კი სწორედ ქიმიაზე დამოკიდებულებაა. ამიტომ შევთავაზეთ მომხმარებელს ბოტანიკური სასმელი, რომელზეც 30 წელი მუშაობდა ქართველი მეცნიერი – რევაზ მელქაძე. ის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ინტერესისა და შეფასების საგანი გამხდარა, რაც მრავლად იძებნება ინტერნეტ სივრცეში.

რა არის თქვენი კონცეფცია?

ჩვენ ვქმნით ახალ, მწვანე ეპოქას, სადაც ადამიანი ორიენტირებულია, როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობაზე. ჩვენი გუნდის საერთო ხედვა სიახლეების დანერგვა და მუდმივი განვითარებაა, სწორედ ამიტომ „კაი“-სგან სულ უნდა ელოდოთ კაი-კაი ამბებს და კაი კამპანიებს.

ვინ არის „კაი“-ს სამიზნე აუდიტორია?

ამ კითხვაზე, ალბათ, მარკეტერებისთვის ყველაზე არასწორი პასუხი უნდა გაგცე, მაგრამ ყველა! სქესის და ასაკის განურჩევლად. უალკოჰოლო, გაზირებულ და გამაგრილებელ სასმელს ადრე, თუ გვიან, ხშირად, თუ იშვიათად ყველა სვამს და რატომ არ უნდა ჩაანაცვლო ქიმია ბოტანიკით? როცა ბოტანიკური სასმელი „კაი“ გამოვიდა და მართლა ძალიან „კაი“ გამოვიდა.

 

კრედიტები:

კლიენტი : “კაი”
აღმასრულებელი პროდიუსერი: ლადო მჭედლიშვილი
რეჟისორი: ლაშა ბოლქვაძე
რეჟისორის ასისტენტი: ქეთი ისაკაძე
Dop : მახო ყიფშიძე
კამერა დეპარტამენტი: დავით კიკნაძე
არტ დეპარტამენტი: ნიკუშა შავგულიძე
კოსტუმების მხატვარი : მარიამ ფრიდონიშვილი
გაფერი: ვალერ ლულუკიანი, მიშო საგანელიზე
მეიქაფი: თამთა მჭედლიშვილი, ნინო მარტაშვილი
სეტ მენეჯერი : რობერტ ტიბიაშვილი
ხმის დიზაინი: არტურ სტეფანიანი
Making-of: იმედია ჭყოიძე

 

[პარტნიორის კონტენტი]

რომელმა ქვეყნებმა აჩვენეს ყველაზე დიდი ციფრული პროგრესი 2020 წელს?

სიყვარულით მას შენგან, შენ – ჩვენგან. „მეამას“ საახალწლო კამპანია, რომელიც უსაჩუქროდ არავის ტოვებს