„ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით“ – ამ გზავნილით, განახლებული დიზაინითა და ანტიკური ლაჟვარდისფრით, ბაზარზე, ცოტა ხნის წინ, ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ გამოჩნდა.
„ ის 16 მცენარისგან შედგება და უალტერნატივო ჯანსაღი პროდუქტია გამაგრილებელ გაზირებულ სასმელებს შორის. „კაი“ პირველი ქართული ბოტანიკური სასმელია ქართულ ბაზარზე“.
სიახლეების წარსადგენად, ბრენდმა სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული ამბასადორი შეარჩია.
„ცეკვა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა, რადგან ტრადიციებისა და ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი შერწყმაა. ცეკვა, ასევე, ასოცირდება სილამაზეს, დისციპლინასა და საკუთარ თავზე დაუღალავად შრომასთან, რასაც ჩვენი კაი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ყოველ დღიურად გადის. შევარჩიეთ სამი უნიკალური ადამიანი, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ ერთი მიზანი აერთიანებთ. ამბასადორების შერჩევისას, დიდი ყურადღება მივაქციეთ პოტენციალს და არა უკვე აღიარება-პოპულარობას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ერთად, ერთობით გავიზარდოთ“- ამბობს „კაი“-ს ბრენდ მენეჯერი თათია კევლიშვილი
საკომუნიკაციო კამპანიისთვის, ვიდეორგოლები, სააგენტო CONTACT-მა გადაიღო.
ლუკა ჭანიშვილი, 20 წლის, სუხიშვილების მსახიობ-მოცეკვავე- მომღერალი: „ 4 წლიდან, შეიძლება, ითქვას სცენაზე ვცხოვრობ და ყოველდღიურად ვვითარდები, ვქმნი რაღაც ახალს და ვცდილობ, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი. ამ ყველაფერში უდიდეს სტიმულს მაძლევს მაყურებლისგან წამოსული ის უდიდესი სითბო, სიყვარული და აღტაცება, რასაც ისინი ოვაციებისა და აპლოდისმენტებით გადმოგცემენ“.
ალექსანდრე გადელია, 24 წლის, მოცეკვავე მსახიობი: „ ჩემთვის მთავარი იმ მიზნების განხორციელებაა, რისთვისაც ბევრს ვშრომობ. ვგრძნობ, დღითიდღე ვუახლოვდები, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს მოტივაციას. რაც შეეხება ცეკვას, დაბადებიდან ვცეკვავ, ყოველდღე ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და აღმოვაჩინო საკუთარ თავში. ამ ძალას კი უწყვეტი სამუშაო პროცესი და ცეკვის დროს მიღებული ემოციები მაძლევს. თითოეული ადამიანი მსოფლიოში უნიკალურია და მეც ვცდილობ, ჩემი ხასიათი და ხელწერა მქონდეს იმ საქმეში, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.
ლუკა კაპანაძე, 22 წლის, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე: „ვცეკვავ 5 წლიდან. 15-16 წლამდე ვცეკვავდი მხოლოდ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს. დაახლოებით, 15-16 წლის ასაკში პირველად გავბედე ჰიპ-ჰოპის სტილის ათვისება. დავიწყე ვარჯიში და უზადო შრომასა და ენერგიას ვხარჯავდი. მალევე მოვხვდი ჰიპ-ჰოპის ჩემპიონატზე პირველად და სცენისგან აბსოლუტურად განსხვავებული ემოცია მივიღე და აღმოვაჩინე. ცეკვა არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. ცეკვაში ვდებ ბედნიერებას, წუხილს, საერთოდ ყველა ემოციას და გრძნობას. ჩვენ უზარმაზარი ისტორია და კულტურა გვაქვს და სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანიც არის ქართული ჰიპ-ჰოპის კეთება თავისი საინტერესო ხასიათით და და არა სხვისი, თუნდაც ამ მიმართულებით ძალიან მოწინავე ქვეყნების მიბაძვა. ჩვენ ეს შეგვიძლია და მე ამას კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებ“.
Credits
Client: Georgian Botanical Soft Drink “Kai”
Agency: CONTACT
Project: Brand Ambassadors
PR Manager: Tika Mikaberidze
Brand Manager: Tatia Kevlishvili
Producer: Gogita Chikvaidze
Project Manager: Levan Gogiberidze
Production Manager: Ana Amashukeli
Content Manager: Masho Devdariani
Director: Gogita Chikvaidze
Cameraman: Giorgi Mkheidze
Make up artist: Ani Saralildze
Set Manager: Lasha Satseradze
Editing: Mikheil Iashagashvili
Financial Manager: Tamar Malishava
[R]