თუ გექნებათ ჯანსაღი ალტერნატივა გაზირებული გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში, რამდენად გააკეთებთ არჩევანს მასზე? შეგიძლიათ, რომ უარი თქვათ ქიმიაზე?
„ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით“ – ამ მისიით პირველ ქართულ ბოტანიკურ სასმელი – „კაი“ იწყებს ახალი დიზაინით მოღვაწეობას ბაზარზე. „კაი“ მიღებულია 16 მცენარისაგან და ის ბუნებრივად შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.
შეფუთვაზე გამოსახულია რელიეფური მცენარე. მის ერთ ღეროზე იმ მცენარეთა ნაყოფია დატანილი, რომელიც შემადგენლობაშია და ხელის გადასმით, თქვენ შეგიძლიათ, შეიგრძნოთ ნაყოფის ფორმა და მოყვანილობა.
ბოთლის ფორმა ისეა შექმნილი, რომ შეხებისას 100-% ით ერგება თქვენი ხელის ზუსტ კონტურს, ხოლო ეტიკეტის ზედაპირი შეხებისას ხავერდის ეფექტს ქმნის.
„ფერი, რომელიც შევარჩიეთ – ლაჟვარდისფერია, ერთ-ერთია ანტიკურია ფერებს შორის, რომელიც სიმშვიდისა და სტაბილურობის მეტაფორაა.
ახალ დიზაინზე იმუშავა სააგენტომ arté და ვფიქრობთ, რომ ლადო კობახიძისა და თამარ ჯაგინოვას დახმარებით იდეალური დიზაინი შევარჩიეთ“, – ამბობს „კაის“ ბრენდ მენეჯერი თათია კევლიშვილი.
თამარ ჯაგინოვა ამბობს, რომ პროექტის მთავარი გამოწვევა პროდუქტის უნიკალურობაში მდგომარეობდა.
„ეს არის ინოვაციური, გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბრენდის განახლების პროცესი დაეფუძნა დავალების ძირითად გზავნილს – „ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ პროდუქტს გამოარჩევს თაროზე, რა თქმა უნდა, ფერია. შევარჩიეთ ტონალობა, რომელიც წარმოადგენს ნატურალურობასთან და ჯანმრთელობასთან ასოცირებული ორი ფერის, მწვანისა და ცისფრის სინთეზს და რომელიც, ამავდროულად, კარგად გადმოსცემს პროდუქტის შინაარსს“, – ამბობს თამარ ჯაგინოვა.


ლადო კობახიძის თქმით, თავიდანვე სურდათ, ყურადღება გაემახვილებინათ „კაი“-ს ორიგინალურ რეცეპტზე, მცენარეულ შემადგენლობაზე. ამბობს, რომ სწორედ ამიტომ შექმნეს მცენარის ნახატი, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს პროდუქტის შემადგენელ მცენარეებს.
„ასე მიიღო „კაი“-ს სავაჭრო ნიშანმა დახვეწილი, კლასიკური სახე, რომელიც ხაზს უსვამს პროდუქტის ისტორიასა და პრემიალურ მახასიათებლებს. სიმბოლოში ინტეგრირებული სტრეპლაინი და ქარაგმა კი პროდუქტის ქართულ წარმომავლობას გადმოსცემს.
გარდა ამისა, შეიქმნა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის, „ბოტანისტის“ ემბლემა, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადამიანების აღქმაში ხარისხისა და სიჯანსაღის ნიშნად იქცევა“, – ამბობს ლადო კობახიძე.
[R]