30
May
2017

15 ჯილდო! ქართული კრეატიული სააგენტოების წარმატება KIAF-ის ფესტივალზე!

30 May 2017

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი KIAF 25-26 მაისს, კიევში გაიმართა. ფესტივალი მეთვრამეტედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა წარმატებული იყო სამი ქართული სარეკლამო სააგენტოსთვის – Windfor’s, Leavingstone და JWT Metro. საერთაშორისო შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი კატეგორიის – ADVERTISING CAMPAIGNS-ის პირველი სამი საპრიზო ადგილი, სწორედ, ამ სამმა ქართულმა კომპანიამ გაინაწილა. რეგიონის მთავარი ტრიუმფატორი Windfor’s გახდა, მან KIAF-ის უმთავრესი ჯილდო – გრან პრი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობის შედეგად, Windfor’s-ის ანგარიშზეა ორი კატეგორიის საუკეთესო ნამუშევრის ტიტული, ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. რაც შეეხება Leavingstone-ს, მან სამი ვერცხლი მოიპოვა და ორი კატეგორიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. JWT Metro კი კონკურსიდან ერთი ვერცხლით და ორი ბრინჯაოთი დაბრუნდა. მარკეტერი გთავაზობთ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალში გამარჯვებულ ქართულ ნამუშევრებს:

Windfor’s KIAF-ის გრან პრის, კატეგორია Digital & Mobile-ში ოქროს, Advertising Campaigns და Media კატეგორიების საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის და Travel, Transport & Leisure-ში ვერცხლის მფლობელი კამპანია Dinner with Georgia-თი გახდა, რომელიც „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” შეკვეთით განხორციელდა და „მეექვსმილიონე ტურისტის” სახელითაა ცნობილი.

 

KIAF-ზე ბრინჯაო დაიმსახურა Windfor’s-ის Ad Black Sea-სთვის შესრულებულმა ბრენდინგ პროექტმაც 

 

Leavingstone-მა სამი ვერცხლი შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა: Film&Craft – Production Design&Art Direction, Digital&Mobile – FMCG  და Advertising Campaigns, ასევე, მოხვდა ორი კატეგორიის – USER GENERATED CONTENT IN VISUAL STORYTELLING და  Food&Drinks  ფინალისტთა სიაში. Leavingstone-მა აღნიშნული ჯილდოები „სუპრემოსთვის” შესრულებული ნამუშევრით – „მსუნაგები” (Hungry Hungry Humsters) მიიღო.

JWT Metro-მ ვერცხლი კატეგორიაში Advertising Campaigns მოიპოვა, გარდა ამისა, მის ანგარიშზეა ორი ბრინჯაო, კატეგორიებში: USER GENERATED CONTENT IN VISUAL STORYTELLING და USE OF DIGITAL PLATFORMS. აღნიშნული საპრიზო ადგილები JWT Metro-მ  „საქართველოს ბანკისა” და „საქართველოს ფოსტის” ერთობლივი პროექტისთვის შესრულებულ კამპანიაში Reinventing Santa მოიპოვა, რომელზეც JWT Metro სარეკლამო სააგენტო Redberry-სთან ერთად მუშაობდა.

კონკურსის შედეგები, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ შედგენილ რეიტინგებზე აისახა, რომლის წარმოებაც ასოციაციის წევრი 17 საკომუნიკაციო კომპანიის მიერ შედგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს.

ACAG აწარმოებს ორ რეიტინგს; ერთში კომპანიები იბრძვიან წლის კრეატიული სააგენტოს, მეორეში კი – წლის დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის. რეიტინგის ბაზისური ღირებულებების მიხედვით, ფესტივალის გრან პრის მფლობელს 15 ქულა ენიჭება, კატეგორიის საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის მფლობელს – 10, ოქროს – 8, ვერცხლს – 6, ბრინჯაოს – 4, ფინალში გასვლა კი 2 ქულით ფასდება. ასოციაციის წევრთა მიერაა განსაზღვრული ფესტივალთა კოეფიციენტებიც, რომლის მიხედვითაც KIAF-ის კოეფიციენტი 2.0-ს შეადგენს. აღნიშნულ ფესტივალზე საპრიზო პოზიციების დაკავების შედეგად, სამი ქართული და ACAG-ის წევრი საკომუნიკაციო სააგენტოს მიერ დაგროვილი ქულები ასე გამოიყურება:

მიღებული ქულების ასახვის შემდეგ, სარეკლამო სააგენტოების რეიტნგში, Windfor’s მეორედან პირველ ადგილზე 196 ქულით დაწინაურდა და 6 ქულით უსწრებს Leavingstone-ს, რომელიც აქამდე მყარად ინარჩუნებდა პირველ პოზიციას. ასევე, დიზაინ სტუდიების რეიტინგში, Windfor’s-მა მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც მოწინავე პოზიციაზე მყოფი ABK მეორე ადგილზე აღმოჩნდა. მესამე პოზიცია, 40 ქულით, გაიმყარა JWT Metro-მ. სრულად კი, დღევანდელი მონაცემებით, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ სტუდიების რეიტინგები ასე გამოიყურება: 

განხილვა