in

არავითარი „ბულშითი“! – რეკლამა ლუდი „კაიაკისთვის“

აქ ვინმეს, ლუდის რეკლამისთვის იდეები ხომ არ გესიამოვნებდოდათ?

რამე მარტივი რეკლამა ხომ არ გინდათ, ლუდისთვის? „კაიაკის“ კამპანიისთვის სააგენტო Redberry-მ პირდაპირ ვიდეორგოლში მოაწყო ბრეინშტორმინგი და აი, ასეთი შედეგი მიიღო. ნახეთ და შეაფასეთ, „სამი დრაკონის დედის ხელებით დამზადებული ლუდის“ რეკლამა.

რეზო შელია, Redberry-ის კრეატიული დირექტორი: „კაიაკის 2017, არა 2019 წლიდან ვეთანამშრომლებით და წლების განმავლობაში კარგად გავიცანით.

ჩემს აღქმაში, მთავარი სიტყვები ამ ბრენდისთვის არის NO BULLSHIT: სანამ ლუდის ბრენდები გესაუბრებიან სხვადასხვა აბსტრაქტულ ღირებულებებზე და აქტიურად ნიშნავენ საკომუნიკაციო ტერიტორიებს, „კაიაკი“ გულახდილად გეუბნება, რომ არის „all about მეგობრობა, ფეხბურთი, მეომრები და გერმანული ტრადიციები, რომ შეიცავს წყლის 7 და შვრიის 375 უნიკალურ სახეობას და დამზადებულია სამი დრაკონის დედის ხელებით (წილკანში)… ან არ გეუბნება არაფერს.“

რგოლის ღია დასასრული ძალიან მსიამოვნებს, რადგანაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მოიგონოს საკუთარი ენდინგი, რომელიც იმდენადვე ლეგიტიმური იქნება როგორც ნებისმიერი სხვა.

SPOILER ALERT!!
კომენტარებში დაწერილი ენდინგების ვარიანტებისგან ცალკე ფექშოთებს ავაწყობთ, ოღონდ არ გააბაზროთ.“

 

 

კლიენტი: კაიაკი
ბრენდ მენეჯერი: ირაკლი დარსაველიძე
აღმასრულებელი დირექტორი: თორნიკე ნიკოლაიშვილი

სააგენტო: Redberry • რედბერი

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: რეზო შელია, Tokareshka
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ხოფერია
ექაუნთ მენეჯერი: ნინი პაპაშვილი
პოსტ პროდაქშენი: გიორგი ახვლედიანი
გრაფიკა: ნიკა მინაშვილი
სინიორ ქოფირაითერი: რამაზ დავითური, ალექსანდრე კატა ქოქოსაძე
სტრატეგიის ხელმძღვანელი: გიორგი კარანაძე
დიზაინ დაირექტორი: მარი გვახარია
მედია განმთავსებელი: ნანო ამბარდნიშვილი

არტ დირექტორი/რეჟისორი – ალექსანდრე ციცქიშვილი
აღმასრულებელი პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
დამდგმელი მხატვარი: Slow Pulse
კოსტუმების მხატვარი: მელანო ზიბზიბაძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ნინო დარასელია
გრიმი: რენატა კოსენკო
ქასთინგის რეჟისორი: ეკა მჟავანაძე
ქასთინგის ასისტენტი: თათო სოლომანაშვილი
ლოკაციის მენეჯერი: თინათინ ლორთქიფანიძე
კამერა ასისტენტი: შაკო ზუბიაშვილი,
ლადო ანდღულაძე
გაფერი: დათა ხუფენია
გამნათებლები: გიორგი ჩუბინიძე, ილია ფერაძე, ალექსანდრე ფერაძე
ფერის კორექცია: ვიგენ ვართანოვი

ხმის დიზაინი: Postred

ფანტასტიკური ვოისოვერი: ლაშა მურჯიკნელი

„აჭარაბეთი“ თორნიკე ქიმაძის მხარდამჭერი გახდა

„ექსპოჯორჯია“ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენას ონლაინ მასპინძლობს