in

ლექსი, პროზა და არაკი ლუდ “კაიაკის” რეკლამაში

“ლუდს არ უნდა ლექსი, პროზა, არაკი”… – ლუდი “კაიაკი” ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. “მარტივი ლუდი” – ასე პოზიციონირებს ლუდი, რომელსაც Global Beer Georgia უშვებს. სწორედ ამიტომ, იუმორისტულ ვიდეორგოლში მთელი ყურადღება სიმარტივეზეა გამახვილებული და ამავდროულად კონკურენტი ბრენდების რეკლამებია გაშარჟებული. კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ „HOLMES&WATSON” იმუშავა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/437919276758009/videos/1006752646185411/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

კრეატიული გუნდი (არტ დირექტორი ლევან ასათიანი და ქოფირაითერი დავით ბუსკონჩა კილაძე) არ ადასტურებს, რომ სცენარისტი ალაოდაა და აცხადებს:

„ვიდეორგოლი მხოლოდ ბოთლში წვეთია და „კაიაკი“  სინამდვილეში გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩანს. პროექტზე მუშაობისას ჩვენ თავი არ დავზოგეთ, ლუდის სმის ყველა კლიშე გავითავისეთ და შემდეგ ისევ გავასხვისეთ, რათა ირონიულად და მარტივი რითმებით გადმოგვეცა რას ნიშნავს მარტივი ლუდი“.

“გვინდა კაიაკი დამკვიდრდეს როგორც ბრენდი, რომელიც გამოტივირებს – გათავსუფლდე კლიშეებისგან, იუმორის დახმარებით გაიმარტივო შენი ყოველდღიური ცხოვრება და მარტივი გზებით გადაჭრა შენს ყოველდღიურობაში არსებული შეუსაბამობები. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ლუდის ინდუსტრიის კლიშეებისგან გათავისუფლება იყოს კაიაკის პირველი ნაბიჯი” – განგვიცხადა ბრენდის მენეჯერმა, თამარ გოჩაშვილმა.

Credits:

Agency: HOLMES&WATSON

Client: კაიაკი • Kayaki

Creative Director: Nikusha Antadze

Copywriter: Davit Buskoncha Kiladze

Senior Art Director: Levan Asatiani

Senior Account Manager: Acchi Amaglobeli

Junior Account Manager: Lasha Shatirishvili

Designers: Otto Mikadze

Leading Role Actor: Gio Khizanishvili

Director: Dato Borchkhadze

DoP: Giorgi Shvelidze

Set Design: Dato Chkoidze

Costume Design: Ika Bobokhidze

Assistant Costume Design: Elene Zvanbaia

Casting Manager: Nini Tsikhelashvili

Make Up Artist: Madona Tchanturia

Original Music & Sound Design: Post Red Audio CG

Artists: Irakly Zurabishvili; Luka Labadze, Tornike Jibuti

Color Correction: Niko Tarielashvili

Executive Producer: Dimitri Sharashidze

Producer Assistant: Irinka Khvedelidze

First AD: Nuca Zangurashvili

Post-Production Producer: Buro

PUMA-სა და AC Milan-ის კიდევ ერთი კოლაბორაცია 

მერაბ აბრამიშვილის მიერ ნაპოვნი სამოთხე