Blind taste test ლუდის რეკლამის ერთ–ერთი ყველაზე გამოყენებული ფორმატია – და ალბათ ყველაზე ნაკლებად სანდო. მაყურებელმა იცის რომ შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული, რომ რეაქციები მიმართულია და “ობიექტური” არჩევანი სულაც არ არის ობიექტური.
კაიაკიმ სწორედ ეს ფორმატი აირჩია, მაგრამ კამერა არ გათიშა.
ვიდეოში ყველაფერი ჩანს: რეჟისორი მსახიობს ეუბნება რომელი ლუდი შეაქოს, რომელი არა, რა ეპითეტები გამოიყენოს. მსახიობების რეალური რეაქციები, რომლებიც “არასწორი” აღმოჩნდა, ვიდეოში დარჩა , ზოგს კაიაკი მოეწონა, ზოგს არა, და ბრენდმა ორივე ვერსია გამოაქვეყნა.
რატომ? გაყიდვების გასაზრდელად ეს გზა ავირჩიეთ. სხვა ბრენდები იგივე ძველ ხელსაწყოებს იყენებენ, კაიაკიმ გადაწყვიტა პირდაპირ თქვას რაც არის.
ეს მხოლოდ დასაწყისია.













