Nike-ს ბოლოდროინდელი კამპანია Unlimited–ის წყალობით უკვე არაერთი გენიალური ადამიანი გავიცანით, რომლებიც ნამდვილად ამტკიცებენ, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. კამპანიის ფარგლებში გავრცელდა 3 ვიდეორგოლი Unlimited Courage, Unlimited You, Unlimited Youth და ახლა უკვე მეოთხე – Unlimited Will.
https://www.youtube.com/watch?v=m7A3cBhvA0k
ვიდეორგოლი კაილ მეინარდზეა, 30 წლის მთამსვლელზე, რომელსაც არც ხელის კიდურები აქვს და არც ფეხის. თუმცა, ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია კილიმანჯაროს დაპყრობაში. დიახ, ამ ადამიანმა დაუხმარებლად შეძლო ერთ–ერთი უმაღლესი წერტილის დალაშქვრა.
კაილი დაბადებიდან უიშვიათესი ავადმყოფობის მატარებელი იყო, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი კიდურების მოკვეთა. საბედნიეროდ, ეს მისი ცხოვრების დასასრული არ ყოფილა, პირიქით, მან საკუთარი თავი ბევრ სპორტში გამოსცადა, მაგრამ საბოლოო მოწოდება მაინც მთასვლელობა აღმოჩნდა.
როგორ ახერხებს ამას? ის ყველა მოძრაობას გონებით საზღვრავს და რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მას სჯერა რომ ყველაფერი გამოუვა, საჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა და ხასიათი.