in ,

ჯგუფმა Kairmorkhen სიმღერაზე „ჩემს მეზობელს აქვს ბომბი“ ვიდეორგოლი გადაიღო

კლუბ Backstage 76-ში ჯგუფ Kairmorkhen-ის ახალი მუსიკალური კლიპის პრემიერა გაიმართა. სიმღერა „ჩემს მეზობელს აქვს ბომბი“ (У соседа бомба) 2009 წელს შეიქმნა და პოლიტიკური სარკაზმის ჟანრშია შესრულებული.

BOG
BOG

 

ჯგუფ Kairmorkhen-ის  სტილისტიკა განისაზღვრა, როგორც “ჰორორ პანკის” (Horror Punk Rock) მიმდინარეობა. მუსიკოსებმა 2005 წელს ჩაწერეს დემო ალბომი „ძველი თეატრი” (Старый Театр), რომელშიც შესულია 10 სიმღერა. ჯგუფის არსებობის მანძილზე, Kairmorkhen-ის წევრებმა 50-ზე მეტი კომპოზიცია შექმნეს და 200-ზე მეტი „ლაივ“ კონცერტი ჩაატარეს.

სიმღერაზე „ჩემს მეზობელს აქვს ბომბი” გადაღებული კლიპის რეჟისორი ალექსანდრე მელიკოვია.

„სიმღერა შესრულებულია პოლიტიკური სარკაზმის სტილში.  გადავწყვიტეთ, ვიდეორგოლიც სარკასტული და მხიარული ყოფილიყო, რომ გადმოეცა სიმღერის ხასიათი. ვიდეო გადავიღეთ ნულოვანი ბიუჯეტით. ამიტომ, გადაღება არც ისე მარტივი იყო. გვაინტერესებდა, მხოლოდ ენთუზიაზმით რამდენად შორს წავიდოდით და რა გამოგვივიდოდა. ამავდროულად, გადაღებების პროცესი ძალიან სასიამოვნო და ჩვენთვის სახალისო იყო”, – ამბობს რეჟისორი.

Credits:

Director and screenwriter – Alexander Melikov

DOP – Mike Maisuradze

Producer – Vakho Chikvaidze

Sound Director – Alexander Shenrog

Band Administrator – Ryan Fox

Actors: Ivane Kurasbediani, Teo Bregvadze, Mariam barbakadze, Sani Zghenti, Tamar Gegechkori

Make-up -Nino Bedeladze

Focus Puller – Manu Elijarashvili

Set Designer- Ia Revazishvili

Set Assistants – Levan Parulava, Nika Tskhvediani, Sani Zghenti, Ia Revazishvili, Irakli Bedukadze

Color Correction- Vigen Vartanov ( Biba )

Color Correction- Vigen Vartanov ( Biba )

Special Thanks- Vigen Vartanov ( Biba ), Ryan Fox, George Korganov, George Gvarjaladze (Gvaji), Badri Siprashvili, Bank of Georgia, Sani Zghenti, David Nutsubidze, Levi Gagnidze, Dato Tsomaia, Giorgi Kavsadze, Nikita Godunov Spitfire Media

Dog 1 – Dobi

Dog 2 – Misty

მსოფლიოში პირველი ადაპტირებული აკვაპარკი გაიხსნა!

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს, რომ უფრო კრეატიულები გახდნენ