in

კომპანია „კაიროს ლოჯისტიკსის“ და „ქართული ღვინის სახლის“ ორმხრივი პროდუქტიული თანამშრომლობის პერსპექტივები

„კაიროს ლოჯისტიკსი“, კომპანია რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით, “ქართული ღვინის სახლთან“ ეფექტურ თანამშრომლობას იწყებს. რას გულისხმობს „კაიროს ლოჯისტიკს“  და “ქართული ღვინის სახლს” შორის პარტნიორობა და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ თანამშრომლობამ იმპორტიორ – ექსპორტიორი კომპანიებისთვის – ამ საკითხებზე „კაიროს ლოჯისტიკსის“ დირექტორის მოადგილე ედო იაგორაშვილი და „ქართული ღვინის სახლის“ დამფუძნებელი ზაზა კიკაბიძე საუბრობენ.

„ქართული ღვინის სახლის“ დამფუძნებელი ზაზა კიკაბიძე

რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული ღვინის სახლი?

ზაზა კიკაბიძე: „ქართული ღვინის სახლი“ 20 წელზე მეტია აწარმოებს ღვინოს, როგორც ტრადიციული კახური, ასევე ევროპული მეთოდით. პროდუქციის ექსპორტირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და ძირითადი აქცენტი ამ მიმართულებით გაკეთდა. მოთხოვნა ქართულ ღვინოზე მუდმივად იზრდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მიწოდება უცხოელი დამკვეთებისთვის იყოს დროული და შეუფერხებელი. ბოლო პერიოდში არსებულმა ვითარებამ პროცესი საკმაოდ შეაფერხა, თუმცა ამავე დროს გამოჩნდა ახალი გზები და საინტერესო სარეალიზაციო არეალი, რომელსაც აქვს განვითარების პერსპექტივა.

ჩვენი, როგორც კომპანიის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მივაწოდოთ მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის ქართული პროდუქტი. მოგეხსენებათ ღვინის ბაზარი პენეტრირებულია კომპანიებით და შესაბამისად არსებულ კონკურენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სისწრაფე და გამარტივებული კომუნიკაციები. სწორედ ამიტომ არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაზიდვების და ლოჯისტიკური პროცესების სწორად დაგეგმარებას.

თქვენს შემთხვევაში რას გულისხმობს ორი კომპანიის ბიზნეს პარტნიორობა?

ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც პროდუქციის ექსპორტირებით არის დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი ხდება სანდო პარტნიორის პოვნა, რომელიც ოპტიმალური პირობებით და  დახვეწილი სერვისით მოახდენს პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას. ჩვენს კლიენტებს პროდუქციასთან პირველი შეხება აქვთ სწორედ მიწოდების მომენტიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია ხარვეზების გარეშე, ტვირთის დაუზიანებლად და დაუგვიანებლად მოხდეს ტრანსპორტირება. ჩვენ უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებთ კომპანიას რომელმაც იცის თავისი საქმე და უფრთხილდება როგორც საკუთარ, ასევე ჩვენს რეპუტაციას.

ჩვენი ექსპორტის მენეჯერები მუდმივად მუშობენ, რომ უფრო ეფექტური და მოქნილი გახადონ მიწოდების სისტემა. ამიტომ არაერთ შემოთავაზებას განიხილავენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიისგან, თუმცა ისეთი ეფექტური სისტემა როგორსაც გვთავაზობს ჩვენი ლოჯისტიკური პარტნიორი ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

“კაიროს ლოჯისტიკსთან“ თანამშრომლობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მართლაც დიდია განსხვავება სტანდარტულ სატრანსპორტო სერვისსა და ლოჯისტიკურ ბიზნეს პარტნიორს შორის. პირველ რიგში ჩვენ ვსარგებლობთ ოპტიმალური პირობებით, განსხვავებული ტარიფებით, მაღალი კლასის სერვისით და პროცესის სწორად დაგეგმარების შესაძლებლობით.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღმავდება და საინტერესო კოლაბორაციულ სახეს მიიღებს.

„კაიროს ლოჯისტიკსის“ დირექტორის მოადგილე ედო იაგორაშვილი

რა როლი აქვს ლოჯისტიკას ქართული ღვინის ბაზრის განვითარებაში?

ედი იაგორაშვილი: ლოჯისტიკა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექსპორტიორ-იმპორტიორი კომპანიების განვითარებაში (ხშირად გადამწყვეტსაც კი), ამიტომაც გადაზიდვის პროცესის მაქსიმალურად გამართვა და მიწოდების ჯაჭვის სრულყოფა არის ლოჯისტიკის ძირითადი ამოცანა.

ჩვენი კომპანია, Kairos Logistics-ი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება და აქცენტს აკეთებს ქართული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს წარმოადგენს ქართული ღვინო და ამ მიმართულებით დიდი წვლილი მიგვიძღვის ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელებაში.

ზოგადად წარმატებული ბიზნეს ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივია. მაშინაც კი, როდესაც სეზონურად რთულდება რესურსების მობილიზება რეგიონის მასშტაბით _ იქმნება სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი და ბაზარზე იზრდება ტრანსპორტირების ტარიფები, ჩვენი პოლიტიკაა ამ დროს დავიცვათ დამკვეთი მეგობარი კომპანიების ინტერესები და არ შევუქმნათ არასტაბილურობის განცდა. მეორეს მხრივ კი სანდოობა, რომელიც ჩვენს მიმართ უჩნდებათ პარტნიორებს განაპირობებს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი პროექტების განვითარების საშუალებას.

 Kairos Logistics-ის რა სერვისებით სარგებლობს ქართული ღვინის სახლი?

ედო იაგორაშვილი: კომპანია „კაიროს ლოჯისტიკსს“ „ქართული ღვინის სახლთან“ საკმაოდ აქტიური ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებს. რა თქმა უნდა, ამ სტაბილური ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი არის სწორ მენეჯმენტსა და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომებში. ჩვენ ერთის მხრივ ვახორციელებთ ღვინის ტრანსპოერტირებას საექსპორტო ბაზარზე და მეორეს მხრივ „ქართული ღვინის სახლისთვის“ შემოგვაქვს წარმოებისთვის საჭირო მასალები. მიუხედავად ბაზრზე არსებული მაღალი კონკურენციისა ეს ურთიერთობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ორი წლის განმავლობაში მოვახდინეთ რამდენიმე ათეული წარმატებული გადაზიდვა და სწრაფი, დროული მიწოდების სერვისის დანერგვით ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის განვითარებაში.

პროცესებში პრაქტიკული ჩართულობის გარდა ვცდილობთ, ჩვენი საინფორმაციო არხების და საერთაშორისო ბიზნეს კონტაქტების მეშვეობით დავეხმაროთ პარტნიორებს წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც ხშირად ახალი სარეალიზაციო არხების განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ პარტნიორებისთვის და მათთან ერთად ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტისთვის ჩაგვიყრია საფუძველი, ვინაიდან მიგვაჩვნია, რომ რესურსების მობილიზება და ერთობლივი ძალისხმევა ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობების მომტანია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

MOTIF-მა პროექტ Display Your Vision-ის მესამე გამარჯვებული გამოავლინა!

“ჩვენ Pornhub-ზე ვართ!” – ამბობენ მცირე ბიზნესები