უხხ, რა მაგრად გამოგივიდა! – აღტაცებული, რამდენად ხშირად ეუბნებით ხოლმე ამ სიტყვებს ან ბოლოს როდის გითხრეს თავად? საკუთარ თავს რამდენად ხშირად აქებთ, კარგი შედეგებისთვის? ან ეს უხერხულობის შეგრძნება საიდან მოდის, როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან? არადა, რაღაც კარგის თქმა ხომ ყოველთვის და ყველგან მოსულა! ეს თიბისი დაზღვევას ვიდეორგოლია, რომლითაც სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ შეცდომების გარდა, “კაის თქმაც მოსულა”. ნახეთ და შეაფასეთ “თიბისი დაზღვევის” კამპანია.
თათია კარიაული, “თიბისი დაზღვევის” CMO: “თითქოს დიდი ძალისხმევა არ უნდა რაიმე კარგის თქმას, თუმცა, როცა ამის დრო და შესაფერისი მომენტი დგება, გვიჭირს ერთმანეთისთვის კომპლიმენტების გამეტება და ასევე ჩვენი მიმართულებით სხვისგან ნათქვამის მიღებაც. თითქოს, ახლა ამის შესაფერისი სიტუაცია და დრო არ არის. საკმარისია გაიხსენოთ, როგორ დაფასებულად ან აღიარებულად იგრძენით თავი, როცა შეგაქეს და აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, ეს განცდა სხვასაც გაუზიაროთ. თიბისი დაზღვევის მიზანია, ადამიანებს კარგის აღნიშვნის მოტივაცია გაუჩინოს და დაანახოს, რომ ხშირად აქვთ შესაფერისი დრო და სიტუაცია სადაც, #კაისთქმამოსულა”.
მერი გიორგობიანი, HOLMES & WATSON-ის არტ დირექტორი: “ბრიფი მარტივი იყო და გასაგები. ამ დაძაბულობის ჟამს ადამიანებისთვის გვინდოდა შეგვეხსენებინა თუ რა კარგია როცა ერთმანეთს კარგ რაღაცეებს ვეუბნებით. რათქმაუნდა ამას ვაკეთებთ თუმცა ამდენი ნეგატივის ფონზე სადღაც იკარგება და ქრება, ამიტომ გადავწყვიტეთ ძალიან ხმამაღლა გვეთქვა ერთმანეთისთვის კარგი, რათა გადაგვეფარა ჩვენს გარშემი გამეფებული ნიჰილიზმი დროებით მაინც. თავის მხრივ ყვირილი ძალიან მაგრად გვცლის ნეგატიური ენერგიებისგან, ქართველებს გვიყვარს ყვირილი და ემოციების ხმამაღლა გამოხატვა, იმედია ამ ახალ წელსაც სულ კომპლიმენტების ყვირილში გავატარებთ! მრავააააალ ახალლლლ კომპლიმენტეეეეეებს!”
რაკი შევთანხმდით, რომ “კაის თქმა მოსულა”, ვნახოთ, რა კომპლიმენტებს ეუბნებოდა თიბისი დაზღვევა სხვა კომპანიებს:
Credits:
Agency: HOLMES&WATSON
Client: TBC Insurance
Creative Director: Nikusha Antadze
Copywriter: David Buskoncha Kiladze
Art Director: Meri Giorgobiani
Account Director: Keta Kavlashvili
Account Manager: Lasha Shatirishvili
Producers – Nikoloz Gugushvili, Nika Abramishvili
Director – Dima Chkheidze
First AD – Nutsa Zangurashvili
2nd AD – Levan Svanadze
DOP – Giorgi Shvelidze
Sound – Nino Tevdorashvili
Gaffer – Bidzina Chkhaidze
Color Correction – Olga Korzhinskaya
Production Design – Polina Rudchik
Costume design – Tina Sharashenidze
Makeup Artist – Madona Tchanturia
Music – Post Red
Sound design – Post Red