ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, ნიკა ქუთათელაძე იგივე Kaito, კომპოზიციაზე „Unbreathable Inner Sadness„ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს,რომელსაც ქართული ბრუტალური არქიტექტურის კადრები და მულტიმედია არტისტის, ხოსილიტას პერფორმანსი გასდევს თან. ორი განსხვავებული დარგის ხელოვანის კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევრის კონცეფცია ეგზისტენციალურ შინაარსთან ერთად, სოციალური ხასიათის მატარებელია, ერთგვარ შეხსენებად გვევლინება და იკვლევს სევდას, როგორც არსებობის განუყოფელ და მეტიც, აუცილებელ კომპონენტს.
“კომპოზიციის სახელი „Unbreathable Inner Sadness“ მის ემოციურ ხაზს განსაზღვრავს და ვიზუალურ მხარესთან ერთად, სვავს აქცენტებს პოსტ–საბჭოურ ქვეყნების იდენტობაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია დარდის ასეთი განცდა და შინაგანი დეპრესიული მდგომარეობა, რაც ზედმეტად ინტიმურია და დღემდე თაობებში ვლინდება. სწორედ ამის ვიზუალიზაციისთვისაა გამოყენებული ბრუტალური აქტიტექტურის ნიმუშები, ძველი შენობები და სანატორიუმებიც.”










