in

რას გვასწავლის მენეჯმენტის იაპონური ფილოსოფია „კაიზენი“ ჩვენი ბიზნესის უწყვეტად განვითარებისთვის ?!

„კაიზენი” იაპონური ტერმინია და ნიშნავს „ცვლილებას უკეთესობისკენ“, „უწყვეტ გაუმჯობესებას“. თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვა კი არა, მართვის ფილოსოფიაა და კომპანიის ყოველ დღე, შეუჩერებლად გაუმჯობესებას გულისხმობს. რა არის მთავარი კომპონენტი, რის ხარჯზეც ეს ცვლილებები ხდება?

კაიზენი არის [მართვის/მენეჯმენტის] ფილოსოფიაც და აზროვნებაც, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. მთავარი აქ არის ხედვა, თუ საით უნდა კომპანიას წასვლა. პირველ რიგში, ამის ჩამოყალიბებაში [განსაზღვრაში] ვეხმარებით მათ, შემდეგი უკვე ამ მიმართულებისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბებაა. მთავარი რასაც ზოგადად კაიზენი და [ამ შემთხვევაში ჩვენი ინსტიტუტის სახელით ვილაპარაკებ] „კაიზენ ინსტიტუტი“ აკეთებს, არის კლიენტზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ღირებულებების კომპანიის შექმნა. პირველი – გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უყურო, შენი კომპანია სად იქნება. მეორე – ის ღირებულებები, რაც შენს კომპანიას შექმნის, უნდა იყოს კლიენტზე ორიენტირებული. ეს იყო მთავარი, რამაც იაპონია, 30 წელიწადში, მსოფლიოში, ეკონომიკის განვითარების კუთხით, მეორე ქვეყნად აქცია. კლიენტს რა უნდა? – პირველ რიგში, უნდა ხარისხი და ფასი. ამ ორი კომპონენტით მიაღწია იაპონიამ ყველაფერს. იმავეს ვურჩევთ კომპანიებს და სწორედ ამაში, კლიენტზე ორიენტირებული გრძელვადიანი ღირებულებების შექმნაში ვეხმარებით მათ“, – ამბობს „კაიზენ ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი საქართველოში, გიორგი ჯოხაძე.

ყველაფერი კაიზენის, როგორც აზროვნების სტილის ჩამოყალიბების შესახებ, იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მართვის ეს, იაპონური ფილოსოფია ბიზნესში და რა სარგებელს მოუტანს ის ჩვენს კომპანიას, მოისმინეთ „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში – ამ თემებზე გიორგი ჯოხაძესთან ერთად ვსაუბრობთ.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge

შექმნეს წყალქვეშა Wi-Fi სისტემა, რომელიც ლაზერების გამოყენებით მუშაობს

Facebook Messenger-ს უკვე ეკრანის გაზიარების ფუნქცია აქვს