in

კახა სეფაშვილი – #პირველისამსახური

15 წლის ვიყავი, Apple-ის ერთ-ერთ რეალიზატორ კომპანიაში რომ მოვხვდი, iPod Touch-ის ჯეილბრეიქი მინდოდა და მაკი მჭირდებოდა. ჰოდა, ვთხოვე პროგრამისტს, რომ დაეთმო მაკი ცოტა ხნით. აღმოჩნდა, რომ ამ ამბავს უყურებდა მენეჯერი და სამსახური შემომთავაზა. ეს იყო სიხარული და ბედნიერება. სკოლის პარალელურად, შაბათ-კვირას ვმუშაობდი. ცოტა ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ კომპანიას არ ჰქონდა კარგი სოციალური მედია კომუნიკაცია და გვერდის განვითარებაზე დავიწყე მუშაობა. მაშინ ის დრო იყო, ორგანიქ რიჩი რომ ორგანიქ რიჩობდა და ერთ წელიწადში, გვერდი 90 000 მოწონებამდე ავიყვანეთ. მივხვდი, რომ ჩემს ყველა ნერვს, კუნთსა და ორგანოს, წარმატება უნდოდა ამ კუთხით, იმიტომ, რომ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი და Apple-ის კულტურაზე ვიყავი მიჯაჭვული.

შემდეგ, გავხდი ფილიალის მენეჯერი, ხოლო 18 წლიდან – გენერალური მენეჯერი. იყო ბევრი შეცდომა, გათენებული ღამეები, სინანული ჩავლილი საქმეების უკეთესად გაკეთებაზე, ასევე, ულევი სიხარული და ჩართულობის საოცარი განცდა. ისეთი გუნდი ვართ შეკრული, ვისაც საერთო იდეები გვამოძრავებს. კადრები არასოდეს აგვიყვანია გამოცდილების მიხედვით, ყოველთვის პირიქით იყო და ჩემი აზრით, ესეც უწყობდა ხელს ჩვენს განვითარებას. 2011 წლიდან ვცდილობდით Make iPhones Widely Available in Georgia, 2016 წლის ნოემბერში კი მემილიონე მომხმარებელსაც მოვემსახურეთ.

კახა სეფაშვილი – iPlus-ის უფროსი მენეჯერი.

„როგორ გავხდეთ წარმატებული ლიდერი ქალები“ – სემინარი Ad Black Sea 2017-ზე

ყველაფერი, რაც შეიძლება McDonald’s-თან ასოცირდებოდეს! – 50 წლის საიუბილეო ვიდეორგოლი კანადისთვის