in

კახა შენგელია „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა

8 ივლისს, „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე კახა შენგელია აირჩიეს IAUP-ის პრეზიდენტად, სამი წლის ვადით. ინაუგურაციის ცერემონია ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი. როგორც საინაუგურაციო სიტყვაში კახა შენგელიამ აღნიშნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში, IAUP-ის მთავარი თემა და სლოგანი  იქნება „ინოვაციები განათლებაში უკეთესი მომავლისთვის“. მარკეტერი კახა შენგელიას ესაუბრა მისთვის პრეზიდენტობით მინიჭებულ კომპეტენციებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც IAUP-ი კახა შენგელიას საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს.

bog
bog-mob

M: რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს IAUP-ის პრეზიდენტად და ქვეყნის დონეზე, რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ამ პოზიციას?
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში უამრავი ევროპული უნივერსიტეტის რექტორია გაწევრიანებული, საპრეზიდნეტო უფლებამოსილება გადმოვიბარე, როგორც ევროპული რეგიონის წარმომადგენელმა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი ფაქტი არა მხოლოდ საქართველოს განათლების სისტემისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. შერჩევის კრიტერიუმები არის ფართო და მოიცავს როგორც პერსონალურ/პროფესიულ მიღწევებს, ასევე, უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობასა და მიღწეულ შედეგებს და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო განათლების სფეროში.M: რა შედის თქვენს კომპეტენციაში?
სამი წლის განმავლობაში, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ორგანიზაციის განვითარება და მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში. გარდა აღნიშნულისა, ჩემი კომპეტენცია მოიცავს IAUP -ის აღამსრულებელი კომიტეტისა და მრჩეველთა საბჭოს დაკომპლეტქებას. ასევე, რეგიონების განსაზღვრასა და მათი თავმჯდომარეების დანიშვნას. სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 6 საერთაშორისო კონფერენციისა და 6 რეგიონალური კონფერენციის ჩატარებას. თითოეული კონფერენციისთვის თემის განსაზღვრას, შედეგებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებასა და შესაბამის ორგანიზაციებთან კომუნიკაციას და ა.შ. M: რა მიმართულებით აპირებთ ორიენტაციის გაკეთებას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სხვა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებიც ჩაერთონ ასოციაციაში?
IAUP –ი არის უნიკალური საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ უნივერსიტეტებს, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და პოტენციალი  საერთაშორისო არენაზე, დაამყარონ კონტაქტები  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, განავითარონ ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები, გაზარდონ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, ხელი შეუწყონ უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და ინტერნაციონალიზაციის პროცესს. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტის რექტორს ექნება შესაძლებლობა, კონსულტაციები გამართოს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, როგორიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.M: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული თავისებურებებისა და პოლიტიკური ამინდიდან გამომდინარე, როგორ აპირებთ, ასოციაციის წევრები, საერთაშორისო პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღებას?
ჩემი საპრეზიდენტო გუნდი დიდ ძალისხმევას მიმართავს ინოვაციური უმაღლესი განათლების მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებაზე აფრიკისა და კონფლიქტების რეგიონებში, ასევე, იმ ქვეყნებში, რომლებმაც ახლახან დაძლიეს ასეთი კონფლიქტები.

  • შევეცდებით, მშვიდობის ხელშეწყობასა და კონფლიქტების გადაჭრას;
  • ხელს შევუწყობთ ახალი მიდგომების დანერგვას კულტურათაშორის დიალოგში და არატოლერანტობის აღმოფხვრას;
  • ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს  IAUP-ის ინოვაციური პარტნიორული პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესს და უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცემათ, ხმა მიაწვდინონ მთელ მსოფლიოს.
  • განვაგრძობთ მუდმივ თანამშრომლობას ისეთ მედიასაშუალებებთან, როგორიცაა: “University World News“, უფრო აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ისეთ გლობალურ ღონისძიებებში, როგორიცაა: „გაეროს“ ფორუმები.

პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება აღმასრულებელ საბჭოსთან  და რეგიონალურ თავმჯოდმარეებთან კონსულტაციების საფუძველზე.IAUP ის ძირითადი მიზნები და აქტივობები მოიცავს უნივერსიტეტთა პრეზიდენტებს შორის გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფასა და კონტაქტების დამყარებას მსოფლიო მასშტაბით; საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, ფორუმების ჩატარებას უნივერსიტეტების ლიდერებისათვის; უმაღლესი განათლების შესახებ ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობას მსოფლიო მასშტაბით; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო მისიის გაძლიერებას; საგანმანათლებლო სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას; განათლების მეშვეობით, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან არის „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ აქტიური წევრი. კახა შენგელია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა IAUP-ის რეგიონალურ ჯგუფს აღმოსავლეთ, ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში. კავკასიის უნივერსიტეტმა ამ წლების განმავლობაში არაერთ რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა თბილისსა და ბათუმში. 

ფალოსი მატარებლის სავარძელზე, მამაკაცების საჯდომები – მონიტორებზე! კამპანია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

Audi Q2-ის სათამაშო მანქანა ბრენდის 50 000 დოლარიან რეკლამაში