„საქართველოს უნივერსიტეტი“ (UG) საგანმანათლებლო ბაზარზე წამყვანი უნივერსიტეტია, რომელმაც მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ სწავლების მაღალი დონით და აკადემიური ხარისხით, არამედ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებითაც.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ 6 სკოლიდან ერთ-ერთი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაა, სადაც ისწავლება ისეთი თანამედროვე მიმართულებები როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, Game Development, 3D ვიზუალიზაცია, ელექტრონული ინჟინერია და სხვა.
კახაბერ თავზარაშვილი (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი): იმისათვის, რომ მუდმივად გვეჭიროს მოწინავე პოზიცია, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მით უმეტეს ეს სფერო ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო აკადემიების პროგრამების მიხედვით და სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადსხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. მუდმივად ვაახლებთ ჩვენს პროგრამებს თანამედროვე მოდულებით, რომლებიც მოთხოვნადია დღეს შრომით ბაზარზე. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინ – დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემების პროგრამა და სხვა. გარდა ამისა დიდი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სწავლაზე. სტუდენტები ჩართულები არიან სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში და კვლევებში. უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიებიც დიდ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე გამოიმუშაონ ის საჭირო უნარები, რაც მათ პროფესიულად გაზრდას შეუწყობს ხელს. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის დახმარებით კი სტუდენტები გადიან სტაჟირებებს კერძო და სახელმწიფო სექტორში. ასევე, ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს არ ჩამორჩნენ მსოფლიო ტემპს.
რა რესურსებია თქვენს სკოლაში?
კ.თ. : როგორც აღვნიშნე, უნივერსიტეტის ბაზაზე გვაქვს სასწავლო ლაბორატორიები, რომლებშიც სტუდენტები მუდმივად ქმნიან ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებს. ფუნქციონირებს „UG LEMONDO მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის სასწავლო ცენტრი“, IT აკადემია, რომელიც საერთაშორისო აკადემიებს მოიცავს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ გაიარონ Cisco-ს; ORACLE-ის; MICROSOFT-ისა და Mikrotik-ის სასერტიფიკატო კურსები. გარდა ჩვენი სტუდენტებისა, ამ სასწავლო ცენტრებში შეუძლიათ მოვიდნენ მოსწავლეები და სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლას დარგის ლიდერი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას მომავალ სპეციალისტებს უზიარებენ. სკოლის დევიზია „გლობალური წინსვლის პირისპირ. ამიტომაც, აქ ელოდებიან ყველას ვინც თვლის, რომ შეუძლია გლობალურ წინსვლას ფეხი აუწყოს.
[R]